იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ „ფაინენშელ თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ საკმარისი აცრების და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად შეზღუდვები სავარაუდოდ, მალე წარსულს ჩაბარდება.
ფაუჩის თქმით, აშშ-ის ყველა მოქალაქეს აცრის გამაძლიერებელი დოზის გაკეთება რეგულარულად არ დასჭირდება.
„თუ თქვენ ხართ ჯანმრთელი, 30 წლის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძირითადი დაავადებები, გამაძლიერებელი წამალი შესაძლოა, მხოლოდ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ,"- აღნიშნა სამედიცინო საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
ენტონი ფაუჩის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა, მათ შორის პირბადეების სავალდებულო გამოყენება უახლოეს თვეებში დასრულდება.