1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ხშირია მადის ცვლილება. ზოგი მომატებას უჩივის, ზოგიც დაქვეითებას. როგორ ფასდება ეს მედიკოსების მხრიდან - ექიმ-ინფერქციონიტი ალექსანდრე გოგინავა შემდეგ რეკომენდაციას გვთავაზობს:
„კორონავირუსს მადის მატება ახასიათებს და როგორც წესი, მატება ცუდი არ არის. საყურადღებოა უმადობა. მაგრამ უნდა შეფასდეს, რამდენადაა ადამიანისთვის მადის მატება შემაწუხებელი. ინფექციის გადატანის შემდეგ როდესაც ადამიანები იყვნენ სუსტად, ვერ იღებდნენ საკვებს, შეიძლება ვირუსის გადატანის შემდეგ ადამიანებმა მეტი კალორია მიიღონ, ამაში ტრაგედია არაფერია, მაგრამ ამას თუ აქვს მზარდი ხასიათი და შემაწუხებელია ადამიანისთვის, მაშინ ჯობს, გარკვეული კვლევები ჩატარდეს და მიექციოს ყურადღება. თუმცა, როგორც წესი, ეს არის დროებითი მოვლენა და ადამიანი მალევე ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
ასევე, მოქმედებს არტერიულ წნევებზე. მადაზე და წნევებზე საუბრისას ხაზს გავუსვამდი, რომ ჩატარდა კვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ კორონავირუსს აქვს უნარი დააზიანოს ცდომილი ნერვი, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა შინაგანი ორგანოების ინერვაციაში. მათი ჩივილები შეიძლება ამასთანაც იყოს ასოცირებული. ამაზე კვლევები გრძელდება.
რაც შეეხება არტერიული ჰიპერტენზიას, ცნობილია, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში აღინიშნება ამ დაავადების გამწვავება. ახალგაზრდებს ნაკლებად ექმნებათ პრობლემა, უფრო დროულია. თუ პრობლემა ყოველდღიურ მედიკამენტოზურ ჩარევას საჭიროებს, მნიშვნელოვანია სპეციალისტის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და საჭიროებისამებრ, შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.