„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
„ომიკრონს“ სხვანაირად შეიძლება, დავარქვათ უკონტროლო გავრცელების მუტაცია და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მის გავრცელებას კონტროლი გაუწიოს,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„რა ღონისძიებებიც არ უნდა მიიღონ, „ომიკრონი“ მაინც უკონტროლოდ ვრცელდება. სხვანაირად, ეს მუტაცია არც ხასიათდება. ეს არის მისი ძირითადი თვისება. ჩვენზე მდიდარი, განვითარებული და მეტი შესაძლებლობების, მათ შორის, აკრძალვების მქონე ქვეყნებში გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. ისინიც ცდილობდნენ კონტროლს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ ეს კონტროლი არის უშედეგო. ამკრძალავი ღონისძიება „ომიკრონზე“ არ მოქმედებს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.