სმენის დაქვეითება, დეზორიენტაცია - საგანგაშო ჩივილები, რომლებიც თავს ომიკრონის დროს იჩენს

ომიკრონი

ნეიროოტოლოგი პროფესორი ეკა ხარხელი მარი მალაზონიას გადაცემაში საუბრისას "ომიკრონის" შესახებ ახალ და საინტერესო ინფორმაციას უზიარებს მაყურებელს:

„თავბრუდახვევა, ვერტიგო, რომელიც 28%-ს იკავებს და დამახასიათებელია ომიკრონის დროს, ამ პანდემიისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. ეს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს მწვავე პერიოდში, პოსტკოვიდურ პერიოდში, მათ შორის, გრძელი კოვიდის დროს, 12 კვირის შემდეგაც.

ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის: თავბრუს ხვევა, რომელიც არის მოძრაობის ილუზია, კიდევ არის სივრცეში დეზორიენტაცია და გაბრუება, ასევე დისბალანსი, როდესაც კარგავთ წონასწორობას და არის კიდევ შემთხვევა, როდესაც გვაქვს გარშემო საგნების რყევის შეგრძნება.

კოვიდინფექციასთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენი თუ ჩვენი უცხოელი კოლეგების დაკვირვებით, აუდიო ვესტიბულარული დარღვევების აბსოლუტური მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ გამოიკვეთა გარკვეული ტენდენციები კოვიდით გამოწვეულ პათოლოგიებს შორის:

აუდიო ვესტიბულარული დარღვევებს შორის ძირითადად ხდება სენსონევრალური სმენის დაქვეითება, ასევე ტინიტუსი, იზოლირებული ან სმენის დაზიანებასთან ასოცირებული და თავბრუდახვევა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა სახით.

საერთოდ, ვესტიბულარული დარღვევებიდან გამოიკვეთა კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუდახვევა, ფსიქოგენური თავბრუდახვევა (პოზის ცვლილებასთან დაკავშირებული აღქმითი ფენომენი), ვასკულური გენეზის თავბრუდახვევები. ეს ვირუსი ამ მხრივაც არის ვერაგი…“- აცხადებს მედიკოსი.