პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას განმარტავს. მისი თქმით, ერთ ინფიცირებულს 18 ადამიანის დაინფიცირება შეუძლია.
„ადამიანების ფსიქიკაში თითქოს დამთავრდა პანდემია, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდს ეს გეგმები არ აქვს. ნებისმიერ ვირუსს, მათ შორის კოვიდსაც, მუტაცია ახასიათებს. ეს მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორითაა მნიშვნელოვანი: ერთი, რამდენად სახეცვლილია ის მის წინა ვარიანტთან შედარებით და იძლევა თუ არა იმის საშუალებას, დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს ან გადატანის, ან ვაქცინაციის შემდეგ აქვს. ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენს ქვეყანაშიც, თითქმის 60% B.A.4 დაB.A.5 შტამებია და მათი სახეცვლილება წინა ომიკრონის ქვევარიანტებისგან განსხვავებით მკვეთრად ცალსახაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. ვირუსების გავრცელების პოტენციალს კონკრეტული ციფრი აქვს მინიჭებული, რომელსაც რეპროდუქციული ინდექსი ჰქვია. ამ ვარიანტისათვის რეპროდუქციული ინდექსი 18-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების, წითელას გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. 1 ინფიცირებულს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს. ეს ეს აღნიშნული ქვევარიანტისთვისაა დამახასიათებელი. მეორე, მისი სახეცვლილება განაპირობებს იმას, რომ ძალიან დიდ პროცენტში, მსოფლიოში არსებული მონაცემების მიხედვით, თუ ადამიანს ალფა ან დელტა ვარიანტი ჰქონდა გადატანილი, ომიკრონით რეინფიცირების შემთხვევები იყო, მაგრამ ძალიან მასშტაბური არა. მაგრამ, თუ ადამიანმა ომიკრონის საწყისი ვარიანტი - B.A.1 და B.A.2 გადაიტანა, გაცილებით მეტია ახალი ქვეშტამებით ინფიცირება, ვიდრე დელტასა და ალფას გადატანის შემთხვევაში იყო. ჯერჯერობით, მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში მზარდი ტენდენციაა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან იმუნიტეტი მოისუსტებს. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში შემთხვევები მკვეთრად იზრდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ინტენსიურ თერაპიაში პაციენტების რაოდენობა პირდაპირპროპორციულად არ მიჰყვება. თუმცა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ორ კვირაში ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა გაორმაგდა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“.