36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
ნელ-ნელა დომინანტი ხდება „ომიკრონი“ და დაახლოებით 2-3 კვირაში შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს „დელტა“ შტამი,- ამის შესახებ ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
„ნელ-ნელა დომინანტი ხდება „ომიკრონი“ და დაახლოებით 2-3 კვირაში შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს „დელტა“ შტამი. ვიცით, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სწრაფად და აგრესიულად ვრცელდება, აქედან გამომდინარე, პიკზე შეიძლება გვქონდეს ბევრად უფრო მეტი დადასტურებული დღიური შემთხვევა, ვიდრე გვქონდა „დელტას“ [დომინირების] დროს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმოება“, - ამბობს გოგინავა.