კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1791829613
„კორონავირუსი მნიშვნელოვნად ზრდის დემენციის, ფსიქოზისა და გონების დაბინდვის სინდრომის (კოგნიტური დეფიციტის) განვითარების რისკს ინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ“, - ამის შესახებ დაავადების ნევროლოგიური და ფსიქიატრიული ეფექტების შესახებ ჩატარებულ პირველ ვრცელ კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
კვლევის თანახმად, გრძელვადიანი ეფექტები ნაკლებად ვლინდება ბავშვებში, თუმცა, ამ კატეგორიაში, ინფექცია ეპილეფსიის რისკს აორმაგებს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორი წლის წინ ინფიცირებული 1.25 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები გააანალიზეს.