„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიურ სამსახურს გამოცემული აქვს „ჭექა-ქუხილის ყვითელი გაფრთხილებები“, რომლებშიც წარმოჩენილია ხშირი ჭექა-ქუხილის პოტენციური საფრთხეები.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის მეხის დაცემის შანსი მცირეა, მაინც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ ამ მოვლენის დროს უსაფრთხოდ. ყოველწლიურად, მსოფლიოში მეხის დაცემის შედეგად 24 000 ადამიანი იღუპება, 240 000 კი სხეულის დაზიანებებს იღებს.
ჭექა-ქუხილის უსაფრთხოების საბაზისო ნორმები უმეტესობამ იცის; მაგალითად, რომ არ უნდა შევეფაროთ ხის ქვეშ ან არ უნდა დავდგეთ ფანჯარასთან ახლოს, არ ვისაუბროთ ხაზის ტელეფონით (მობილური უსაფრთხოა).
თუმცა, იცოდით, რომ ჭექა-ქუხილის დროს უნდა მოერიდოთ შხაპის მიღებას, აბაზანას ან ჭურჭლის დარეცხვას?
ყველაზე სასარგებლო რჩევა ჭექა-ქუხილის დროს არის: შედით დახურულ შენობაში. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მეხისგან იქაც ბოლომდე დაცული ხართ. არსებობს გარკვეული აქტივობები დახურულ შენობაში, რომლებიც თითქმის ისეთივე სარისკოა, როგორც ჭექა-ქუხილში გარეთ დგომა.
თუ გარეთ სადმე აბაზანაში არ ზიხართ ან არ გაწვიმთ, მეხის დაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. მაგრამ თუ მეხი თქვენს სახლს დაეცემა, ელექტროენერგია შეიძლება მიწისკენ მინიმალური წინააღმდეგობის გზას გაუყვეს.
ლითონის მავთულები ან წყლის მილები ელექტროდენს მიწისკენ გაყოლის მოსახერხებელ, გამტარ გზას სთავაზობს.
შხაპი ორივე ამ ფაქტორს უზრუნველყოფს (წყალი და ლითონი), რის გამოც, ის ელექტროდენის გავლისთვის იდეალური გზაა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს მკაცრად ურჩევს, მეხის დაცემის რისკის შესამცირებლად, ჭექა-ქუხილის დროს თავი აარიდონ წყალთან ყოველგვარ საქმიანობას, მათ შორის რეცხვას.
ჭექა-ქუხილის დროს არსებობს სხვა რისკებიც. შეიძლება ვერც იფიქროთ, მაგრამ ერთ-ერთია ბეტონის კედელზე მიყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბეტონი ელექტროგამტარი არ არის, მასში ჩაშენებულია ლითონის არმატურა, რომელშიც შეიძლება მეხმა გაიაროს.
ასევე მოერიდეთ დენის წყაროში ჩართული ნებისმიერი რამის გამოყენებას (კომპიუტერი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ა. შ.), რადგან ნებისმიერი მათგანი შეიძლება მეხისთვის გამტარი აღმოჩნდეს.
როგორც წესი, თუ ქუხილის ხმა გესმით, მაშინ ელვასთან საკმარისად ახლოს ხართ, რომ მეხი მოგწვდეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ წვიმს.
ელვა შეიძლება წარმოიქმნას მისი მშობელი შტორმისგან 16 კმ მანძილზეც კი.
ბოლო ქუხილიდან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ, შეგიძლიათ შხაპის მიღება მშვიდად გააგრძელოთ. როგორც წესი, ჭექა-ქუხილს დიდი ელვის შენახვა ბოლოსკენ სჩვევია…
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა