პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მას შემდეგ, რაც საქართველომ და მსოფლიომ პანდემიის მწვავე ფაზა გადააგორა, ახალი რეალობისა და გამოწვევის წინაშე დავდექით. პანდემია ომმა ჩაანაცვლა. უკვე მეთორმეტე დღეა, საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად თვალს ადევნებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და უდანაშაულო ადამიანების ხოცვას.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო და „დელტა“ „ომიკრონმა“ ჩაანაცვლა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებში შიში გაქრა, რადგან ვირუსის მიმდინარეობა არც ისეთი მძიმეა და 3 დღის შემდეგ ინფიცირებულის ორგანიზმი თითქმის ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს საინფორმაციო ველიდან თითქმის გაქრა ექიმების მოწოდებები, რომ თავი უნდა შევიკავოთ თავყრილობებისგან, ვატაროთ პირბადე, გავიკეთოთ ბუსტერი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ პირბადის ტარების გარდა, თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია.
მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა იკლო, ჯერჯერობით მზარდია გარდაცვლილთა რაოდენობა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, ომმა პანდემია გადაფარა, თუმცა, მის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.
„ომმა ქვეყანაში ყველაფერი გადაფარა, არა მხოლოდ პანდემია. ეს ჩვენი მოსახლეობის სწორი რეაგირებაა. მთელი მსოფლიოს და საქართველოს წინაშე თუ რამე რეალური საფრთხე არსებობს, ეს არის ომი და ომით გამოწვეული კატასტროფული ცვლილებების საფრთხე.
პანდემია არ არის ჩვენი მთავარი საზრუნავი, ახლა მთავარი პრობლემაა ომი და ეს აქცენტი სწორია. პანდემიამ გარკვეულად კონტროლირებადია და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მეექვსე ტალღის დაღმავლობაზე, ეს გვაძლევს ამის საშუალებას.
ახლა რომ იყოს თებერვლის დასაწყისი, როცა ქვეყანაში 24/26 ათასი ინფიცირებული იყო ერთი დღის მანძილზე, რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება არ იქნება. ორი ფაქტორის თანხვედრა მოხდა, ერთი ის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება და მეორე გლობალური კატასტროფის, საშიშროების წინაშე ვდგავართ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ სრული იგნორირება გავაკეთოთ და ჩავთვალოთ, რომ რადგან ომია, კორონავირუსი აღარ გვაინტერესებს.
თუ გადავხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში მრუდს, რომელიც საქართველოში მეექვსე ტალღის მიმდინარეობას ასახავს, ნათლად ჩანს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი თვეზე მეტია სტაბილურად მცირდება. ასევე, ნათლად ჩანს, ისეთი ციფრები, რომელიც ასახავს რამდენად აქტიურია პროცესი. მაგალითად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა, თავისუფალი საწოლების რაოდენობა კლინიკებში, დადებითობის მაჩვენებელი - ყველა ამ პარამეტრის გათვალისწინებით საქართველოში სტაბილურად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა 2 თებერვლიდან.
თუ ამ ციფრებს მრუდის სახით განვიხილავთ, ნათლად ჩანს, რომ მეექვსე ტალღა უკვე დასრულების სტადიაშია. მაგრამ ამ ციფრებმა არ უნდა შეგვაცდინოს, რადგან შაბათ-კვირის მონაცემები რეალურ მაჩვენებელს არ ასახავს, რადგან ამ ორი დღის განმავლობაში ისედაც მცირე მაჩვენებელია ხოლმე. ხვალინდელი მაჩვენებლით, ჩვენ შეგვეძლება საუბარი გარკვეულ სტაბილურ რაოდენობაზე ინფიცირებულთა.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად შემცირდა დადასტურებული შემთხვევები, გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მაღალია. ასევე, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ანტირეკორდი დამყარდა - გუშინ სულ 92 ადამიანი იყო აცრილი, ეს სრული კატასტროფაა.
საქართველოში მცდარი შეხედულება, ილუზია არსებობს, რომ „ომიკრონთან“ ერთად პანდემია დასრულდა და მარტის შემდეგ არანაირი საფრთხე არ გველის. ჯანმო კატეგორიულად გვაფრთხილებს, არ უნდა იყოს დღევანდელი მდგომარეობა განხილული როგორც პანდემიის დასასრული.
არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელიც კატეგორიულად იტყვის, რომ „ომიკრონი“ იყო ბოლო მუტაცია და ახალი მუტაციის გაჩენა მოსალოდნელი არ არის. სამწუხაროდ, ამისი ალბათობა არსებობს. მუტაცია შეიძლება გაჩნდეს იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც მრავალრიცხოვანია და მოსახლეობის ორჯერადად ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს ქვეყნებია ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, აფრიკის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ასევე, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები - რისკი არსებობს/ შესაბამისად, ჯერჯერობით მოლოდინი არ გვაქვს, რომ უახლოესი კვირებისა და თვეების მანძილზე ჯანმო გამოაცხადებს, რომ პანდემია დასრულდა. ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა ჩხაიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.