17 530 ინფიცირებული და 39 გარდაცვლილი - ისევ ანტირეკორდია - 26 იანვრის მონაცემები

kovidi

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 087 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 092 684-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 977 832 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 813 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 22,42%, ბოლო 14 დღის - 15,32%, ბოლო 7 დღის - 19,58%.