დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგების შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რაც ხდება რეგიონში, უკრაინაში ომი მიმდინარეობს, დაძაბულობაა მთელს მსოფლიოში და რეცესია, ამ ფონზე ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ 1,675 მლრდ დოლარი შეადგინა.
„ეს არის პირდაპირ გაორმაგება. ჩვენ თუ ამას შევადარებთ წინა წელს და კოვიდამდე პერიოდს, 2019 წელს მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 70%-ით არის გაზრდილი. ეს მიითითებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ სიტუაციას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. პირველ რიგში ესაა სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევქმენით. მშვიდობა, სტაბილური პერიოდი, რომელიც ქვეყანაში დგას და გამჭვირვალობა. საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით მსოფლიოსი პირველ ადგილზეა. ამით ყველაფერი არის ნათქვამი, თუ როგორი მთავრობა ჰყავს ქვეყანას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.