ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება თავისი ცხოვრების მთავარ ადამიანს ამ კვირაში და რა ელის დანარჩენ ნიშნებს?

ჰოროსკოპი

ნოემბრის პირველი კვირის განმავლობაში კვლავ დაბნელების დერეფანი გვექნება, რომელიც 25 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბერს, მთვარის სრული დაბნელებით დასრულდება.

ასტროლოგები წინასწარმეტყეველებენ, რა ელის თითოეულ ნიშანს მიმდინარე კვირის განმავლობაში:

ვერძი

შრომისმოყვარეობა და რეალისტური მიდგომა ის მთავარი თვისებებია, რაც ვერძს პროფესიულ სფეროში ყველა მიზნის მიღწევაში დაეხმარება. განსაკუთრებით წარმატებული კვირა იქნება მშენებლობაზე, არქიტექტურასა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ვერძებისთვის. ასევე იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც პატიოსნად მუშაობდნენ, იცავდნენ წესრიგს, იჩენდნენ წინდახედულობას და სწორად განკარგავდნენ იმას, რაც აქვთ. პირად ურთიერთობებში ვერძს მშვიდი და სტაბილური კვირა ელის. ასტროლოგების თქმით, არც ფინანსური თვალსაზრისითაა რაიმე ნეგატიური ცვლილება მოსალოდნელი. ახლა დროა, სარგებელი მიიღოთ იმ საქმიდან, რომელზედაც ბევრი იშრომეთ და ენერგია დახარჯეთ.

კურო 

კუროსთვის ყველა ის აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია სერტიფიკატებთან, გამოცდებთან, გადასახადებთან, აღრიცხვასთან და მოხსენებასთან, წარმატებული და დაფასებული იქნება. კონკრეტული მეთოდოლოგია, ორგანიზებულობა, ლოგიკა და დეტალიზაცია ბევრ კუროს ყველა ადრე დაგეგმილი გეგმის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება. თუმცა, ამ კვირაში ფინანსური რყევების დიდი ალბათობაა და ფრთხილად იყავით. პირად ურთიერთობებში კი მოგინდებათ, დროებით ჩამოშორდეთ საყვარელ ადამიანს, რაღაცები კარგად გადააფასოთ, გეგმები შეადგინოთ და მეორე ნახევარს შემდეგ გაუზიაროთ.

ტყუპი

ეს კვირა ტყუპს ერთდროულად წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, მიღწევებსა და წარუმატებლობას მოუტანს. ზოგიერთ ტყუპს სხვა ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებული გეგმები შესაძლოა შეეცვალოს. კვირის ბოლოს კი სტრესი და დაძაბულობა იგრძნოს. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, ყველა დეტალი კარგად გათვალოთ და სტრესულ სიტუაციას სიმშვიდით შეხვდეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მარტოხელა ტყუპებს ყველა შანსი აქვთ, რომ კვირის განმავლობაში შეხვდნენ ადამიანს, რომელიც ბედნირებასა და სიხარულს მიანიჭებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები ცხოვრებისგან მნიშვნელოვან საჩუქარს მიიღებენ, რაც მათ გულწრფელად გაუხარდებათ. კირჩხიბების უმეტესობა გაიუმჯობესებს ცხოვრების სტანდარტს, პროფესიულ სფეროში კი ახალი გარიგებები, მოგებიანი კონტრაქტები და შეთავაზებები გაგახარებთ. ახლა ენერგიის მოზღვავებასა და მოტივაციას იგრძნობთ, პირად ურთიერთობებში კი პარტნიორისგან ბევრი თბილი კომპლიმენტი და სასიამოვნო ინიციატივა გელით. გარდა ამისა, ამავე კვირაში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგეთ და ქორწინების შეთავაზება მიიღოთ.

ლომი

ამ კვირაში შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლისგან ძალიან დიდი ყურადღება, ბევრი კომპლიმენტი და ლამაზი სიტყვა მიიღოთ. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყურადღებით იყოთ. მანიპულაციის დიდი რისკი არსებობს. შესაძლოა, საკუთარი თავი უმწეოდ იგრძნოთ, ეს კი თქვენთვის ჩვეული გრძნობა არაა და გამკლავება გაგიჭირდებათ. მაგრამ, თქვენი გამჭრიახობა და წინდახედულობა პრობლემას გადაგალახვინებთ. ასევე, დაუთმეთ დრო ჰობის, აკეთეთ საყვარელი საქმე და ნეგატიური ემოციებისგან აუცილებლად გათავისუფლდებით.

ქალწული

ქალწულების უმეტესობას მოუწევს ოჯახური საკითხების მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია არა მხოლოდ საკუთარ ოჯახთან, არამედ ნათესავებთან. პროფესიული სფერო ახალი ვალდებულებების, დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, ახალი პროექტის დაწყებას მოითხოვს, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამომავლოდ უკეთესობისკენ შეცვლის. ამ კვირაში საუკეთესო დროა, გამოასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც ადრე დაუშვით, პატიება სთხოვოთ ადამიანებს, რომლებსაც აწყენინეთ. ასტროლოგების თქმით, ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ და რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ. შესაძლოა, ეს ადამიანი სულაც არ იყოს უცხო, პირიქით, თქვენს სანაცნობო წრეში ტრიალებდეს, თუმცა ახლა სულ სხვა თვალით შეხედავთ.

სრულად...