ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც მერკური 2026 წლის 9 აგვისტომდე განსაკუთრებით წარმატებულ ეტაპს უმზადებს

ზოდიაქოს ნიშნები

1-ელ ივნისს პლანეტა მერკურმა მდებარეობა შეიცვალა და კირჩხიბის თანავარსკვლავედში გადავიდა. ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ტრანზიტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ურთიერთობებზე, დოკუმენტაციასთან მუშაობაზე, სწავლაზე, მგზავრობაზე, ტექნიკის შეძენასა და ცხოვრების სხვა მრავალ აქტუალურ პროცესზე.

ქვემოთ გაგიზიარებთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება წარმატება ამ პერიოდში და ვინ უნდა იყოს ფრთხილად:

აღნიშნული პერიოდის მთავარი თავისებურება ის არის, რომ მოსალოდნელი რეტროგრადულობის გამო, პლანეტა კირჩხიბის ნიშანში ჩვეულებრივზე მეტხანს - 2026 წლის 9 აგვისტომდე იქნება. სწორედ ამიტომ, მისი ზეგავლენა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში საგრძნობლად შენარჩუნდება.

ეს ეტაპი ყველაზე ხელსაყრელად ზოდიაქოს შემდეგი ნიშნებისთვის იქნება:
კირჩხიბი;
მორიელი;
თევზები;
კურო;
ქალწული.

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალი პერსპექტივები კარიერის, სწავლის, ფინანსებისა და პირადი ცხოვრების მიმართულებით ელოდებათ. 

ეს პერიოდი, ასევე, ძალიან წარმატებულია მოლაპარაკებების საწარმოებლად, საბუთების გასაფორმებლად, გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანი მივლინებებისა და ისეთი მსხვილი შენაძენებისთვის, როგორებიცაა ავტომობილი თუ სხვადასხვა ტექნიკა.

გარდა ამისა, კირჩხიბში მერკურის პოზიტიურ ენერგიას საკუთარ თავზე განსაკუთრებით ფსიქოლოგები, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები, სოციოლოგები და ყველა ის ადამიანი იგრძნობს, ვისი საქმიანობაც ემოციებს, კომუნიკაციასა და საზოგადოებასთან აქტიურ მუშაობას უკავშირდება...ვრცლად