ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზაფხულში სირთულეები ელოდება

ასტროლოგიური პროგნოზი

 2025 წლის ზაფხულში არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. პლანეტა სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. პლუტონი თხის რქაში შევა, ივნისსა და აგვისტოში მთვარის დაბნელება გველოდება და ეს ყოველივე თითოეულ ჩვენგანზე მოახდენს გავლენას. ბევრი ახალ ეტაპს დაიწყებს, ზოგიერთისთვის კი ეს პერიოდი გამოწვევად გადაიქცევა. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის ზაფხული შედარებით რთული იქნება:

ტყუპები
ტყუპებისთვის, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, 2025 წლის ზაფხული ერთგვარი გამოცდა იქნება და შესაძლოა, ემოციების გაკონტროლება განსაკუთრებით გაგიჭირდეთ. 11 ივნისიდან პლანეტა მარსი თქვენს ნიშანში გადადის. ყველაზე უწყინარი სიტყვებიც კი შეიძლება, დაბრკოლებად გადაიქცეს.

განსაკუთრებით ფრთხილად 9-დან 15 ივლისამდე პერიოდში იყავით, რადგანაც ამ დროს მერკური დაბნელების ზონაში შედის და შესაძლოა, გაუგებრობებსა და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. შეიძლება, გაგიჩნდეთ განცდა, რომ თქვენი არავის ესმის. ის პრობლემები გააქტიურდეს, რომლებიც უკვე მოაგვარეთ ან კიდევ არსებული ხარვეზები ბევრად მძაფრად აღიქვათ. 

ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ იყოთ გულწრფელი და თუკი რაიმე გაწუხებთ, საყვარელ ადამიანებთან, საქმიან პარტნიორებთან დროულად განიხილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი ემოციების გაკონტროლება გაგიჭირდებათ და შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილებებიც მიიღოთ.

 მშვილდოსანი
2025 წლის ზაფხულში შესაძლოა, ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობამ შეგაწუხოთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ივლისში იქნება. 2-დან 7 ივლისამდე მერკური სატურნთან უსიამოვნო ასპექტს ქმნის, რაც გავლენას თქვენს ნიშანზეც მოახდენს. შესაძლოა, სამსახურში უსიამოვნებები შეგხვდეთ, კომუნიკაცია გაგირთულდეთ, აღმოაჩინოთ, რომ არასწორი გზით მიდიხართ.

მეორე რთული ეტაპი 19-20 აგვისტოსაა მოსალოდნელი. შესაძლოა, გეგმები შეგეცვალოთ და ცუდი გამოცდილება მიიღოთ.

თუმცა, წარუმატებლობა აუცილებლად გაჩვენებთ, რომ სიახლეების დრო მოვიდა და ცხოვრებაში რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალოთ.

ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ამ პერიოდში დააკვირდეთ იმას, თუ რა გართმევთ ძალას, რას ვეღარ აკეთებთ ისეთი ხალისითა და პასუხისმგებლობით, როგორც ადრე... საჭირო დასკვნამდეც ბუნებრივად მიხვალთ და აღმოაჩენთ იმასაც, თუ რა უნდა შეცვალოთ...ვრცლად