თურქეთში მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

თურქეთში, იზმირის ყურეში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 15:18 საათზე დაფიქსირდა.

ბიძგების ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში 7,28 კმ სიღრმეზე იყო.