პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგების თქმით, ზამთრის ბოლო თვე საკმაოდ ენერგიული და აქტიური იქნება, რადგანაც მარსმა და მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა დაასრულეს და ეს პლანეტები ადამიანებს გაჭიანურებული საქმეების მოგვარებაში დაეხმარებიან.
ვერძი
მიმდინარე თვეში შესაძლოა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან გადაიღალოთ და გადაწვის შეგრძნება გქონდეთ. გაგიჩნდეთ განცდა, რომ ყველა პრობლემა და საქმე ახლა მოგროვდა, თუმცა არ ინერვიულოთ. თქვენი შემართებით შეძლებთ, რომ ამ მდგომარეობიდან მარტივად გამოხვიდეთ და თანაც შესრულებული საქმეებით სარგებელი ნახოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ, დაისვენოთ და მშვიდად განაგრძოთ იმის კეთება, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
კურო
თებერვლის თვეში თქვენ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ და საზოგადოების წინაშე უფრო თავდაჯერებულად წარდგებით. გექნებათ კარიერული წინსვლისა და ფინანსური წარმატების შესაძლებლობაც, თუმცა ამ მდგომარეობამ შესაძლოა, ემოციურად ძალიან გადაგღალოთ, ვეღარ გააკონტროლოთ გრძნობები და კონფლიქტური სიტუაცია შექმნათ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საქმესა და დასვენებას შორის აუცილებლად იპოვოთ ბალანსი და დრო მშვიდად გაატაროთ, რომ მიღწეული წარმატებით სრულად დატკბეთ.
ტყუპები
წინა კვირებში რთული პერიოდი გქონდათ, როცა ემოციურად ძალიან გადაიღალეთ და სტრესი იგრძენით. თებერვალი თქვენთვის ახალი შესაძლებლობების თვეა და საკუთარ პოტენციალს სრულად გამოავლენთ, ბევრ წარმატებულ პროექტსაც წამოიწყებთ. თუმცა, ასტროლოგების თქმით, დაძაბული ემოციური ფონი ამ თვეში კვლავ შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომაც მათი მთავარი რეკომენდაციაა, რომ დასვენებისათვის დრო აუცილებლად გამონახოთ, დაკავდეთ სასურველი სპორტით, ხშირად გაისეირნოთ და სუფთა ჰაერზე იყოთ. ასე თქვენი შემოქმედებითი იდეები კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება და ემოციურად რთულ პერიოდსაც თავიდან აირიდებთ.
ლომი
თვის განმავლობაში შესაძლოა, სამსახურში გარკვეული სირთულეები შეგხვდეთ, აღმოაჩინოთ, რომ თანამშრომელი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გქონდათ, თქვენზე ზურგს უკან საუბრობს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ამან კონფლიქტი გამოიწვიოს. ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანები ისე ვერ გიჭერენ მხარს, როგორც თქვენ გსურთ და ამის გამო გაღიზიანდეთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ საკუთარ მიზნებს მიჰყვეთ და გარეგან ფაქტორებს ყურადღება არ მიაქციოთ. არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში და ეცადეთ, ნებისმიერი საკითხი დალაპარაკების გზით გადაჭრათ.