დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ცნობილ ნათელმხილველის, ვანგას წესები, რომლებიც ფულისა და ბარაქის მოზიდვას უკავშირდება.
გთავაზობთ ვანგასეულ 13 წესს ბარაქის მოსაზიდად:
1. თუკი გსურთ, რომ სახლში ბარაქამ დაისადგუროს და ავი თვალისგან დაიცვათ ოჯახი, კარის ზღურბლზე ანწლის რტოებისგან გაკეთებული ჯვარი ჩამოკიდეთ.
2. დილით საწოლიდან ადგომისას არასოდეს ჩაიცვათ ჯერ ერთი ფეხსაცმელი და მერე მეორე. აუცილებელია ორივე მონახოთ და ჩაიცვათ ერთდროულად, თუკი გსურთ, რომ დღე წარმატებული იყოს.
3. სახლში ფულის მოსაზიდად შეინახეთ მონეტები და სხვადასხვა ქვეყნის ფულის კუპიურები. თუმცა, სასურველია, თუკი მონეტები ვერცხლისფერი იქნება.
4. თუკი გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი, ნათელი პერიოდი დაიწყოს, ახალმთვარეობას ავეჯი გადააადგილეთ სახლში.
5. არასოდეს დატოვოთ მაგიდაზე პურის ბოლომდე შეუჭმელი ნაჭრები, მით უმეტეს, არასოდეს გადაყაროთ ისინი. ასე თქვენი ცხოვრებიდან ბარაქა და ფული წავა. აჯობებს, ძველი პურით ჩიტებს გაუმასპინძლდეთ.
6. თუკი გსურთ, რომ მთელი წელი ფინანსურად უზრუნველყოფილი გქონდეთ, ახალი წლის ღამეს, ზუსტად თორმეტზე, გადათვალეთ საფულეში არსებული მსხვილი კუპიურები.
7. თუკი ფინანსური პრობლემები გაქვთ, ხალიჩის ქვეშ ერთი კვირით გააჩერეთ ხავსი, პრობლემები გამოგისწორდებათ.
8. მზის ჩასვლის შემდეგ ფული არც ისესხოთ, არც გაასესხოთ.
9. როცა პურს ან ფუნთუშეულს აცხობთ სახლში, ცომის მოზელის შემდგომ არავითარ შემთხვევაში არ იჩხუბოთ შინაურებთან. ასე სახლიდან ბარაქა წავა.
10. თუკი სიღარიბეს გინდათ დააღწიოთ თავი, საფულით მწვანე კვარცის ნატეხი ატარეთ ხოლმე.
11. არასდროს დადოთ მაგიდაზე გასაღები და ქუდი, ასევე, არასდროს დაჯდეთ მაგიდაზე, ეს თქვენს ოჯახში სიღარიბეს მოიზიდავს.
12. არასდროს დატოვოთ პურში ჩარჭობილი დანა, თუკი არ გსურთ, რომ ოჯახში სიღარიბე გქონდეთ.
13. ახალნაყიდი საფულით რაღაც პერიოდი მაინც ძვირფასი ოქროს ნივთი ატარეთ. ასე დიდ ფულსა და ბარაქას მოიზიდავთ თქვენკენ.