დასახელდა ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც თებერვალში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან

ჰოროსკოპი

ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სიყვარულისა და რომანტიკის აფეთქება თებერვლის პირველ ნახევარში ელით:

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

თებერვლის პირველი ნახევარი თქვენთვის განსაკუთრებული იქნება: ნახავთ, როგორ შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში სიყვარული, რომელსაც ამდენი ხანი ელოდით. ახალი პოტენციური პარტნიორის გაცნობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდება და მთელი თვის განმავლობაში შესანიშნავ განწყობაზე იქნებით. დაქორწინებული კურო ბოლო რამდენიმე კვირის კამათისა და სტრესის შემდეგ, ურთიერთობაში ჰარმონიის დაბრუნებას იხილავს. 

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

თებერვალი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, თქვენთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული პერიოდია. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, ხშირად გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ მომხიბვლელ და პერსპექტიულ ადამიანს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რადგანაც ასტროლოგები ამბობენ, რომ ახალი ურთიერთობა ბევრად უფრო მყარი და სტაბილური იქნება.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

ამ თვეში მათ, ვინც ჯერ კიდევ მარტო ხართ, გექნებათ დიდი შესაძლებლობა, შეხვდეთ საინტერესო ადამიანს. სავარაუდოდ, ეს თქვენი ახლო მეგობრის დახმარებით მოხდება. მაგრამ, ვიდრე სერიოზულ ნაბიჯს გადადგამთ, ეს ადამიანი უკეთ გაიცანით. თებერვალში ბევრ ახალ ადამიანს შეხვდებით და ასევე, დიდი შანსია, ყოფილ მეგობართან თუ პარტნიორთან ურთიერთობა კვლავ აღადგინოთ.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენი პირადი ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესო თვის პირველ ნახევარში იქნება, რადგან საბოლოოდ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რა გსურთ და რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. თუ დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილი არ ხართ, მაშინ ეს საუკეთესო დროა, რომ სიტუაციაზე კონტროლი აღადგინოთ. გამოიჩინეთ ინიციატივა და საპასუხო ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ახლა შესანიშნავი დროა, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თვის პირველ დღეებში რომანტიკა თქვენს ცხოვრებაში წინა პლანზე გადმოვა და პრიორიტეტული გახდება. თქვენი განწყობა, დიდი ალბათობით, ოპტიმისტური იქნება და ცხოვრებას ახალი კუთხით შეხედავთ. მათ, ვინც ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ და ეძებთ სწორ პარტნიორს, შესაძლოა ამ დროს გაგიმართლოთ. ამ ურთიერთობას გაგრძელების კარგი შანსი აქვს, ამიტომ ძალისხმევა არ დაიშუროთ. ახლა პლანეტა ვენერა და მზე ყველა შანსს გაძლევეთ, რომ სასიამოვნო ემოციები შეიქმნათ.