სიურპრიზი, საინტერესო ადამიანთან შეხვედრის შანსი - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ასტროლოგიური პროგნოზი

2024 წლის ოქტომბრის დასაწყისი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. 2 ოქტომბერს ახალი მთვარე და ამავდროულად, სასწორის ნიშანში მზის დაბნელებაა. ამავე დღეს დაბნელების დერეფანი სრულდება. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, მომატებული შფოთვა და ემოციურობა აღგვენიშნებოდეს, კომუნიკაცია გაგვიჭირდეს და მოვლენები იმაზე მძაფრად აღვიქვათ, ვიდრე ჩვეულებრივ. ასევე, ოთხშაბათიდან ვენერასა და სატურნის ჰარმონიული ტრინი გველოდება, რაც ძლიერი კავშირების დამყარებას, ემოციების სტაბილიზაციასა და ფინანსური მდგომარეობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. კვირა კი პლანეტა მერკურისა და მარსის კვადრატურით დასრულდება, რაც განსაკუთრებულ გავლენას ტყუპების, ქალწულისა და ვერძის ნიშნებზე მოახდენს. შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეგხვდეთ, რაც თქვენს განწყობაზეც იმოქმედებს და შრომისუნარიანობაზეც. ზოგადად, მიმდინარე კვირა არაერთი შესაძლებლობითა და ხელსაყრელი მოვლენით გვახარებს. უფრო ზუსტად კი, თითოეული ნიშნისთვის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ჯობს, მიმდინარე კვირა რადიკალურ ცვლილებებს არ დაუთმოთ. განსაკუთრებით, უმჯობესია, თუ სამართლებრივ საკითხებთან გამკლავებას მომდევნო კვირისთვის გადადებთ. ასევე, მენეჯმენტთან, სამსახურთან დაკავშირებული თემებიც თუ შესაძლებელია, დროებით გადადეთ და ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესის ცვლილებას დაუთმეთ. შესაძლოა, ბოლო პერიოდში მომატებულ შფოთვასა და დაღლილობას გრძნობთ. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ცხოვრების წესში რაღაც უნდა შეცვალოთ. განიტვირთეთ, დრო მეგობრებთან შეხვედრასა და გართობას დაუთმეთ. ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს და ბედნიერ დღეებს მოგიტანთ. 

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კუროს ნიშნის წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში შეუძლიათ, სამსახურებრივ საკითხებს სრულიად თავდაჯერებულად გაუმკლავდნენ და სიახლეები დაგეგმონ. მათ ექნებათ ყველა შანსი, სასურველი პოზიცია დაიკავონ, შემოსავლის მიღების დამატებითი გზები აღმოაჩინონ და პერსპექტიულ გარემოში აღმოჩნდნენ. სტაბილური ფინანსური გარემოც გაგახარებთ, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჯობს, ამ კვირაში დიდი შესყიდვები არ განახორციელოთ და შემდეგი პერიოდებისათვის გადადოთ. ამავე კვირაში კუროს ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება საკმაოდ ეფექტურად მოაგვარონ და სასიამოვნო განწყობა შეიქმნან.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
 
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ტყუპები მიმდინარე კვირის განმავლობაში ემოციური ფონის მომატებას იგრძნობენ, რამაც შესაძლოა, კომუნიკაციის გართულება და კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვიოს. მეგობრებთან კამათსაც მოერიდეთ, განსაკუთრებით თუ თქვენი მეგობრები ვერძის, მორიელის ან თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები არიან. შესაძლოა, უმნიშვნელო კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ერთმანეთს ძალიან აწყენინოთ. დაკავდით საყვარელი საქმიანობით, განიტვირთეთ, მოუსმინეთ სასურველ მუსიკას, დრო დაუთმეთ ჰობის. ასე შეძლებთ, შედარებით რთული დღეები მარტივად გაიაროთ და განაგრძოთ იმ საქმის გაკეთება, რომელიც გიყვართ და მოგწონთ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
მზის დაბნელების დღეს კირჩხიბებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ამას კი დაემატება ისიც, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლნი გახდნენ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და კონფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად მოერიდეთ. კვირის მეორე ნახევარი ფინანსური სტაბილურობითა და მატერიალური კეთილდღეობით გაგახარებთ. შესაძლოა, შემოსავლის მიღების დამატებითი წყაროები აღმოაჩინოთ, განახორციელოთ თქვენი გეგმები ან არსებულ სამსახურში დაწინაურდეთ. რომანტიკულ სფეროში კვირის განმავლობაში სტაბილური და მშვიდი გარემო გელოდებათ. ხოლო, თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ ახლა შეხვდეთ მას, ვისაც დიდი ხანია, ელოდებით.  ნახეთ ვრცლად