ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ასტროლოგი ხათუნა ნოელი კვირის პროგნოზს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა იმ ამბების გადახედვა დაიწყება, რაც ოქტომბრის განმავლობაში ვაკეთეთ:
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
სულ რაღაც ორი კვირის უკან, 29 ოქტომბერს გადავიდა მერკური მორიელიდან მშვილდოსანში. მაგრამ შემდეგ , როგორც იცით, რეტროგრადული გახდა და 19-ში ისევ მორიელში უნდა დაბრუნდეს.
უკუსვლას 29 ნოემბრის ჩათვლით გააგრძელებს, 21-გრადუსზე შემობრუნდება და უკვე მესამედ გაივლის მშვილდოსნამდე დარჩენილ 9 გრადუსს.
რამდენი 9-იანი დაგროვდა.. .რაღაც საინტერესო ამბები გველის წინ როგორც ჩანს. ცხრიანი ხომ ნუმეროლოგიურად ციკლის დასასრულს ნიშნავს, რომლის შემდეგ ახალი ციკლი იწყება... თუმცა, აქ მხოლოდ 9-იანები არ არის, მაგრამ მაინც...
ნუმეროლოგიიდან ისევ ჩემს ასტროლოგიას დავუბრუნდეთ სჯობს.
ესე იგი ნახეთ, რა ხდება - ახლა იმ ამბების გადახედვა დაიწყება, რაც ოქტომბრის განმავლობაში ვაკეთეთ. უფრო კონკრეტულად კი ეს შეეხება მაშინ გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მოლაპარაკებებს, დაპირებებს, შეთანხმებებს...
კიდევ სხვა მერკურიანულ საკითხებსაც, მაგალითად ახლო ნაცნობებს, მცირე და არცთუ მცირე შესყიდვებს, მოგზაურობებს...
ამ ყველაფრის მიმართ უცნაური დაეჭვების გრძნობა გაგვიჩნდება, სწორად გავაკეთეთ, რაც მაშინ გავაკეთეთ? საჭირო იყო? იქნებ სხვაგვარად სჯობდა?
ენამწარეები კიდევ უფრო მეტად რომ ცინიკოსები და სარკასტულები გახდებიან, ესეც ცალსახაა. ეჭვიანებიც რომ მოუმატებენ შფოთვას და ალმაცერად ცქერას - ესეც.
კიდევ კარგი, დადებითიც ახლავს ამ პერიოდს- შესაძლოა დაკარგული ნივთები ან დოკუმენტები ვიპოვოთ. გავიხსენოთ სად დავდეთ, სად შევინახეთ, ან შემთხვევით აღმოვაჩინოთ სრულიად უადგილო ადგილას...
ყოფილები? - ესეც. ოღონდ ემოციურად აღარ მივუდგებით. ძველი ნაცნობის რანგში უფრო მივიღებთ, ვიდრე სხვა რამე...
თუ მორიელის, კუროს, ლომის , მერწყულის 20-30 გრადუსების ფარგლებში გყავთ რამე, სირთულეები გელით. იგივე გრადუსებში, ოღონდ თხისრქის, ქალწულის , თევზების ან კირჩხიბის- სასიამოვნო ამბები.