დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს შეეხება.
„მეგობრებო, ალბათ უკვე იცით, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ პრჟევოდუვში გუშინ, 15 ნოემბერს, რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, მათ არ გააჩნიათ „მკაფიო მტკიცებულებები, თუ კონკრეტულად ვინ გაუშვა რაკეტა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს რუსული წარმოების რაკეტა იყო“.
რაღა თქმა უნდა, მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ინციდენტთან კავშირს და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა.
ამ დროისათვის მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ვაშინგტონმა ვარშავას ამერიკელი ექსპერტების ჩართვა შესთავაზა გამოძიებაში. იმედია, სპეციალისტები დაადგენენ, ვინ და საიდან გაუშვა რაკეტა, რომელსაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდა.
თუმცა ჩვენი მკითხველებისთვის ექსპერტების დასკვნის გარეშეც გასაგებია, ვინც არის მომხდარის „ავტორი“. ამის შესახებ ლელა კაკულია ჯერ კიდევ 2022 წლის 18 ივლისს აფრთხილებდა პოლონეთს.
იმ დღეს ის მარტვილის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წარმოთქვა კიდეც შესაბამისი წინასწარმეტყველება.
2022 წელი, 18 ივლისი
მაწუხებს ის, რომ რუსეთს მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული - გადაწყვიტა პოლონეთის დაბომბვა. რუსეთი არ შეჩერდება. მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო იძაბება.
მაგრამ რუსეთი პოლონეთში ომს ვერ გაშლის. კი დაარტყამს, მაგრამ, ასე ვთქვათ, მხოლოდ რამდენიმე ბომბს ჩამოაგდებს. ამით რუსეთი ვერაფერს მიაღწევს — ვერ გაიმარჯვებს. ევროკავშირი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები კი საბოლოოდ გაცოფდებიან და რუსულ დათვს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ბუნაგში შეტენიან...
2022 წელი, 21 ივლისი
რუსეთი პოლონეთს ვერ დაანგრევს, ვერ გააკეთებს იმას, რაც უკრაინაში გააკეთა - მთელი რეგიონები რომ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა.
მე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს პოლონეთზე შეტევა აქვს ჩაფიqრებული და ბომბს ესვრის-მეთქი, თორემ ფართომასშტაბიანი ომი, მასიური ნგრევა და მსხვერპლი არ დამინახავს - ასეთი რამ პოლონეთს არ აწერია ბედისწერაზე.
პოლონეთი გადარჩება!
კადიროვის მუქარის პასუხად, რომ NATO-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმას ამუშავებენ და კიევის აღების შემდეგ რიგში პირველი პოლონეთია, ვიტყვი: ადამიანი ჯერ უნდა გადახტეს და ჰოპლა მერე დაიძახოს!
ვხედავ NATO-ს ჯარების მობილიზაციას და ამ ძალას რუსეთი ვერ მოერევა - ანახებენ, როგორ უნდა ბომბის სროლა.
მე 2008 წლის 1-ელი მარტის წინასწარმეტყველებაში მიწერია: ვხედავ, კრემლის ერთი კედელი იწვის, ფეთქდება-მეთქი. ჰოდა, ფრთხილად, რუსეთო!“ - ვკითხულობთ პოსტში.