“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
2025 წლის აპრილი ბევრ ადამიანს ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას მოუტანს. მთვარის კალენდრის მიხედვით, თვის განმავლობაში, გამორჩეულად ხელსაყრელი და ამავდროულად, შედარებით საყურადღებო დღეებიც იქნება და ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ეს თარიღები წინასწარ მოვინიშნოთ:
მთვარის ფაზები 2025 წლის აპრილისთვის:
ახალი მთვარე - 28 აპრილი. ახალი მთვარე, როგორც წესი, ძალიან დიდი ენერგიით ხასიათდება და შესაძლოა, ამ დღეს მომატებული შფოთვა, გაღიზიანებადობა ვიგრძნოთ. ჯობს, ეს დღე დასვენებას დაუთმოთ. განიტვირთეთ, მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ამავდროულად, ახალი მთვარე საუკეთესო პერიოდია, ახალი საქმეებისა და მიზნების ჩამოსაყალიბებლად.
სავსე მთვარე - 13 აპრილი. სავსე მთვარის დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიას გრძნობს. აქ კი მნიშვნელოვანია, ეს ენერგია სწორად გამოვიყენოთ. დაუთმეთ დრო შემოქმედებას, კარგად დააკვირდით თქვენს იდეებს, შესაძლოა, მათში რაღაც განსაკუთრებული და საინტერესო იმალებოდეს. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. განიტვირთეთ, ძალები აღიდგინეთ და მიზნისკენ სვლას გაცილებით დიდი მოტივაციით შეძლებთ.
მზარდი მთვარე - 1-12 აპრილი და 29-30 აპრილი. მზარდი მთვარის დრო თვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, როდესაც თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიას გრძნობს და შეუძლია, ის საქმეებიც კი, რომლებიც რთულად ეჩვენებოდა, მარტივად გადაჭრას. თუკი რაიმე მნიშვნელოვანის დაწყება გსურთ, აპირებთ სადმე მონაწილეობას, ხელშეკრულების გაფორმებას, მოლაპარაკებებს, აღნიშნულ პერიოდში დაგეგმეთ. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.