რომელი დღე იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად

ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

21 ოქტომბერი
ეს დღე ენერგიითა და ძალით გვავსებს და როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიზნების მისაღწევად, შინაგანი პოტენციალის გასახსნელად და შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად შესანიშნავი პერიოდია. თითოეული ადამიანი მოტივაციის მომატებას იგრძნობს და შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რაზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ აქამდე ვერ ბედავდით. საკუთარი გეგმებს განხორციელება თამამად შეგიძლიათ, დაიწყოთ.

22 ოქტომბერი
ეს დღე გამბედაობას, შეუპოვრობასა და ზოგ შემთხვევაში, თავგანწირვასაც მოითხოვს იმ დიდი მიზნებისათვის, რაც გაქვთ. ახლა დოა, საკუთარი ლიდერული თვისებები და მზაობა გამოავლინოთ და განაგრძოთ იმის გაკეთება, რაც ძალიან გინდათ. მონდომება და სურვილი აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში, სამყარო დაგეხმარებათ, დასახულ მიზნებს მიუახლოვდეთ და თუნდაც მცირე ნაბიჯები გადადგათ წარმატებისკენ.

23 ოქტომბერი
 
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე შედარებით ემოციური და არასტაბილური იქნება, როდესაც შესაძლოა, სევდამ, უიმედობამ შემოგვიტიოს, ვიფიქროთ, რომ ის, რაც დავიწყეთ, არ ამართლებს და არაეფექტურია. მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციური არასტაბილურობა მალე გაივლის, დროებითი სირთულეები კი მნიშვნელოვან გაკვეთილად და გამოცდილებად გადაიქცევა.

24 ოქტომბერი
ეს დღე სიბრძნესთან და ყველა სახის წყაროდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ რჩევების მიმართ, რომლებიც შეიძლება, სრულიად მოულოდნელად მიიღოთ... ნახეთ ვრცლად