გოგონამ დედას სამჯერ დაურეკა, როდესაც დათვი დაესხა თავს - რა იყო მისი ბოლო სიტყვები

დათვი

2011 წელს ახალგაზრდა გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა. იგი მამინაცვალთან ერთად მოგზაურობდა, როდესაც დათვი დაესხა თავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

19 წლის გოგომ დათვის თავდასხმის დროს დედასთან დარეკვა მოასწრო და შემზარავი ფაქტის შესახებ აცნობა.

Daily Star- ის ცნობით, დედას შვილი ეუბნებოდა რომ დათვი დაესხა თავს... „დედა, დათვი მჭამს! დედა, ეს ისეთი ტანჯვაა. დედა, მიშველე!"

თავიდან დედას ეგონა, რომ ოლგა ხუმრობდა, მაგრამ მერე შემზარავი ხმები გაიგონა:

„ოლგას ხმაში ნამდვილი საშინელება და ტკივილი მესმოდა, დათვის ღრიალი... საშინელი ხმა. შოკისგან ლამის იქვე მოვკვდი“.

მეორე ზარზე ოლგამ დედას უთხრა: „დედა, დათვები დაბრუნდნენ. ის დაბრუნდა და ბელი მოიყვანა

მისი ბოლო ზარი ერთი საათის შემდეგ გაისმა. გოგონა სატელეფონო ზარში დედას ემშვიდობებოდა. 

„დედა, მე აღარ მტკივა. მე აღარ ვგრძნობ ტკივილს. მაპატიე ყველაფერი, ძალიან მიყვარხარ“.

შეშინებულმა დედამ სოფელში პოლიციას და ახლობლებს შეატყობინა და ევედრებოდა, მდინარეზე გასულიყვნენ, მაგრამ ოლგა უკვე გარდაცვლილი იყო.

გოგონა საკმაოდ წარმატებულ იყო. მან მუსიკალური სკოლა დაამთავრა და დათვების თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მართვის მოწმობა აიღო.