როგორი იქნება ოქტომბერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ასტროლოგია

ასტროლოგ ნინა სუსლოვას თქმით, ოქტომბერი ცვლილებების პერიოდია, ეს კი, თითქმის ყველა ნიშანს შეეხება:

ვერძი: ცვლილებები კარიერული მიმართულებით იქნება. შესაძლოა, გადახედოს და გადააფასოს, რამდენად სწორ ადგილას მუშაობს. ვერძისთვის ეს პერიოდი საკუთარი თავის გამოვლენისთვისაა კარგი. ამ დროს, ექსპერიმენტები კარგია, თუმცა, არა რისკი. ეს არ უნდა იყოს დაუფიქრებელი საქციელი.

კურო: ცვლილებები ურთიერთობებს შეეხება. შესაძლოა, ახალი ადამიანი გამოჩნდეს. ასევე, არის ალბათობა, რომ ფინანსური სარგებელი ნახოს - ხელფასი გაეზარდოს, ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდეს და ა.შ. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს მიღწეული შედეგებით შეაქებს.

ტყუპები: ეს პერიოდი კომფორტის შექმნისთვისაა. შეიძლება, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს, რემონტი დაიწყოს, თუნდაც, სახლში ახალი ნივთი შეიტანოს - სიმყუდროვის მოწყობის სურვილი ექნება. ერთადერთი, რაც ამ პერიოდში უნდა გაითვალისწინოს, კვების რაციონს მიაქციოს ყურადღება - რამდენად ჯანსაღად იკვებება.

კირჩხიბი: ახალი ადამიანების გაცნობის პერიოდი იწყება. შესაძლოა, ჩათვალოს, რომ რაღაც მოვლენები არ ესმის, ვერ ხვდება, ფიქრობს, რომ სწორი არ არის, თუმცა, ძალიან მალე, ამ ყველაფრის ახსნა ექნება. ფინანსური მიმართულებით სიფრთხილე მართებს - სჯობს, თავი შეიკავოს ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედებისგან. 

ლომი: მისთვის საინტერესო პერიოდია - ყველაფერს უნდა დააკვირდეს, რაც გარშემო ხდება. უმნიშვნელო ფრაზას, სიტყვას - ყველაფერს მიაქციოს ყურადღება. დააკვირდეს, ვინ, რას, როგორ ამბობს და აკეთებს, მასთან მიმართებით როგორი დამოკიდებული აქვს, ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი დაიწყოს.

ქალწული: ვიზუალური ცვლილებები კარგი იქნება, თუნდაც, ვარცხნილობაში. ეს ცვლილება შესაძლოა, მომავალში რადიკალურ და დიდ ცვლილებას დაუკავშირდეს. 

სასწორი: მისთვის საინტერესო დროა. რეალურად, სასწორებისთვის რთული პერიოდია, თუმცა, არ იმჩნევს, იქნება ბევრად დატვირთული. რაც უნდა გაითვალისწინოს, ისაა, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს ყველაფერში - ამ პერიოდში აქტიურდება ცდუნებები, ყველაფერი სწორად უნდა შეაფასოს. არის მაღალი ალბათობა, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანოს და აცდუნოს. 

მორიელი: პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, გარემო ფაქტორებმა შინაგან მდგომარეობაზე არ უნდა იმოქმედოს. ამ პერიოდში, შესაძლოა, დააზიანოს. ახლა მისი ემოციური ფონი მაღალია, ყველაფერზე მძაფრად რეაგირებენ. ამ პერიოდში, უნდა გადააფასოს სასიყვარულო ურთიერთობები. ეს დრო შანსს აძლევს, რომ დასამთავრებელი ურთიერთობები დაამთავროს. ერთგვარი შეჯამება გააკეთოს ურთიერთობების კუთხით.

მშვილდოსანი: მოზღვავებული ენერგია ექნება. რაც უფრო აქტიური იქნება, მით უფრო მეტი ენერგია ექნება. მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ოქტომბერში რაც შეიძლება ბევრი საქმე გააკეთოს. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოს, აუცილებელია დიპლომატია. რაღაც მომენტში, შესაძლოა, ზედმეტად პირდაპირმა ნათქვამმა ხელი შეუშალოს. 

თხის რქა: შესაძლოა, რთული და დატვირთული პერიოდი იყოს. კარგია ახალი რამის შესასწავლად, ახალი ინფორმაციის მისაღებად. თუნდაც, ლექციებს დაესწროს. ეს დაღლა და დატვირთვა საბოლოოდ, მისთვის იქნება კარგის მომტანი და ახალ კარს გახსნის.

მერწყული:  ეს პერიოდი, შესაძლოა, ახალი იდეების, ახალი გეგმების განხორციელების პერიოდი იყოს. ეს იქნება შინაგანი მასშტაბური ცვლილებების, რომელიც შესაძლოა, მის ცხოვრებაში მოხდეს. გარშემო გადაფასდება ყველაფერი, უფრო მეტად, მისი შინაგანი სამყარო. გაჩნდება ახალი ხედვა, ახალი ჰობი, სიახლეებია საჭირო.

თევზები: შესაძლოა, მის ცხოვრებაში ახალი პარტნიორი გამოჩნდეს, ახალი ურთიერთობა დაიწყოს, ან თუ უკვე ჰყავს პარტნიორი, დადებითი ცვლილებები მოხდეს. თუ რაღაც დაუსრულებელი, ან გაუგებარი იყო, გამოსწორდება. თევზებმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საკუთარი თავი წინ დააყენოს და უკანა პლანზე აღარ გადაწიოს.