„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება აღინიშნება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების 2-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს 2022 წელს იყო.
„ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. პარაგრიპის ვირუსიც არის გავრცელებული, ძველი კორონავირუსი და ასე შემდეგ. გრიპის ვირუსის ერთეული შემთხვევაა, ჯერ ეს სტატისტიკაში არ მოხვედრილა. ახლა დაფიქსირდა ეს შემთხვევა. რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება აღინიშნება, მაგრამ მომატების დონე არ არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს იყო გასულ წელს.