რატომ გახშირდა ხანძრები და როდის მოგვარდება პრობლემა - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი

მთვარე

ასტროლოგის, მიხეილ ცაგარელის თქმით, მას შემდეგ, რაც მზე ცეცხლის სტიქიაში გადავიდა ხანძრებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იმატა და ამის მაგალითს ვხედავთ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

მისივე თქმით, გახშირებული ხანძრების პრობლემები თანდათან მას შემდეგ მოგვარდება, რაც მზე მიწის სტიქიაში გადავა.

„მთავარი პრობლემა აგვისტოსთვის იქნება ცეცხლი იმიტომ, რომ მზე გადავიდა 23 ივლისს  ცეცხლის სტიქიაში, ანუ ლომის ზოდიაქოში და ტრადიციულად, არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში, ეს არის პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად უკავშირდება ცეცხლთან, ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამიტომ  აქ როგორც ხანძრის კუთხით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია  წლის განმავლობაში.

ახლა თანდათან უკვე სექტემბრიდან, მზე გადადის მიწის სტიქიაში, ქალწულში, ტოვებს ცეცხლის სტიქიას და ნელ-ნელა  ცეცხლთან დაკავშირებული საკითხებიც მოგვარდება“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში.