რას ნიშნავს სიზმარში ცხვრის ნახვა - ეზოთერიკოსების და ფსიქოლოგების ახსნა

ცხვარი

ფროიდის მიხედვით, სიზმრები გამოხატავენ გაუცნობიერებელ სურვილებსა და კონფლიქტებს. ხოლო, ფსიქოლოგი რეევსონსუს თეორიის მიხედვით,  სიზმრები ხშირად არის მეტაფორიული ბრძოლების მოქმედება, რომელიც ადამიანს ეხმარება ემოციურ გამოწვევებთან ჭეშმარიტად გამკლავებაში.

რას ნიშნავს სიზმარში ცხვრის ნახვა

მამაკაცური საწყისი განსახირებაა, რომელიც ბადებს შემოქმედებით ძალას და ენერგიას. ის დაკავშირებულია მზისა და ცის ღმერთებთან. ზოდიაქოში ვერძი განასახიერებს გაზაფხულის მაცოცხლებელ მზის ძალას, როგორც წლის დასაწყისი. ცხვრის რქების სპირალი ითვლება სიძლიერის სიმბოლოდ და შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც მზის, ისე მთვარის ქალღრმერთებს. მეორეს მხრივ, ცხვარი – ჩვეულებრივი, შესაწირი ცხოველია. ტიბეტურ ბუდიზმში, ცხვრის თავი სრული ძალაუფლების ნიშანია და სკიპტრაზე გამოისახება.

კელტებში ის ნაყოფიერების, ქტონიკური საწყისის ნიშანი და ომის ღმერთების ატრიბუტია. ცხვრისთავიანი გველი დაკავშირებულია რქიან ღმერთ ცერნუნთან. ქრისტიანულ კულტურაში, ცხვარი ქრისტეს სიმბოლოა, როგორც მოძღვარის და მსხვერპლის, რომელმაც ისააკი ჩაანაცვლა სამსხვერპლოზე.

ეგვიპტეში ის შემოქმედებითი ძალის, მზის ენერგიის სიმბოლოა. ცხვარი – ღმერთ ამონ-რას სიმბოლოცაა. ის ასევე იყო ოზირისის ატრიბუტიც. ძველ საბერძნეთში, ცხვარი დაკავშირებული იყო ზევს-საბაზიასთან, როგორც ცხვარ-ღმერთთან და წარმოადგენდა შემოქმედი ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოს. კვიპროსზე, ცხვარი ასოცირდებოდა აფროდიტესთან. ზოდიაქოში ცხვრის სიმბოლო არის ვერძი, რომელსაც მართავს ცეცხლოვანი პლანეტა მარსი. თუ გადავხედავთ ინდურ კულტურას, მასში ცხვარი წრამოადგენს ცეცხლის ღმერთ აგნის ატრიბუტს და წმინდა ცეცხლის სიმბოლოა... ვრცლად