პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-2-3 დღე. იღბალი თქვენს ხელთაა! დღეს ბევრის გაკეთებას შეძლებთ. "მთების გადადგმას" მოახერხებთ, იმდენი ენერგია გექნებათ, მთავარია, მისი სწორად განაწილება, რათა ყველა დაგეგმილი საქმე სწორად მართოთ.

წარმატებული დღეა, როგორც კარიერაში, ასევე, პირად ცხოვრებაში. 

ვერძი

შესაძლოა, დღეს დახმარებისთვის მოგმართონ. ნუ იქნებით მეტისმეტად გულჩვილი და მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას ნუ მიაქცევთ სხვათა წუწუნს. სასურველია, ცივი გონებით მიიღოთ გადაწყვეტილება.

კურო

საკუთარ სამყაროში განმარტოებული ფერად ღრუბლებში დაფრინავთ და მომავლის გეგმებს აწყობთ. თუ შემოქმედი ადამიანი ხართ, არ გაუშვათ მომენტი, აიღეთ ფუნჯი ან კალამი და შეუდექით თქვენი სამყაროს გაცოცხლებას.

ტყუპები

ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს და მეტი გაბედულება გამოიჩინეთ სერიოზული საკითხების გადაწყვეტისას. თუ საქმეს რამდენიმე ეტაპად გაანაწილებთ, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.

კირჩხიბი

წარმატებას მოგიტანთ ნებისმიერი საქმიანობა, კარგი იქნება თუ თქვენს დღევანდელ შესაძლებლობებს რაიმე მნიშვნელოვან და სასარგებლო თემებს მიუძღვნით, ეს სხვებისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება.

ლომი

შესაძლოა, თქვენს ზურგს უკან ვიღაც ჭორებს ავრცელებს და ფარულად თვალს გადევნებთ კიდეც, ნუ გამოამჟღავნეთ წყენას და ნურაფერს შეიმჩნევთ. მალე სიტუაცია სულ სხვაგვარად შემოტრიალდება.

ქალწული

დღეს თქვენი გონებრივი შესაძლებლობებით ბევრს გააკვირვებთ, დროა, მიხედოთ გადადებულ საქმეებს და იაქტიუროთ. ახლა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად და ეფექტურად მოახერხებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

სასწორი

მოთმინება და შრომისმოყვარეობა წარმატებას და კმაყოფილებას მოგიტანთ, არც ხელმძღვანელობა დატოვებს თქვენს ძალისხმევას უყურადღებოდ და შესაძლოა, დამატებითი ანაზღაურებაც მიიღოთ.

მორიელი

ნუ აჰყვებით ეჭვებს და ნუ შეგაშინებთ თქვენს ზურგს უკან დაწყებული მითქმა-მოთქმა და ჭორები, არ არის საჭირო თქვენი ღირსების დემონსტრირება, მალე ყველაფერი დალაგდება.

მშვილდოსანი

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, კარგიც და ცუდიც, ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებმა გაურკვევლობა და ქაოსი შეიძლება შექმნას თქვენს ირგვლივ. იყავით წინდახედული.

თხის რქა

ნუ გათქვამთ სხვის საიდუმლოს და აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რადგან დიდია კონფლიქტების და გაუგებრობების ალბათობა. თავი შეიკავეთ უადგილო ხუმრობისა და ზედმეტი საუბრისგან.

მერწყული

აქტუალური თემა დღეს მატერიალურ საკითხებს შეეხება. ფული და ფინანსური წყაროების მოძიება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, თქვენთვის, ეცადეთ, ყურადღება პოზიტიურ თემებზე გაამახვილოთ.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ირგვლივ ადამიანებთან საუბარს, შესაძლოა მოულოდნელად მეტად საჭირო ინფორმაცია მიიღოთ, რაც სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს გეგმებზე.