გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
1779282339
„ყველასთვის ეს კვირა იქნება, წარმატებული და ყველას გიმართლებთ, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.
„გვაქვს გეომაგნიტურ დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა. ხუთშაბათს გვაქვს გრანდიოზული დღე, მზე დაამთავრებს კუროში თავის მოღვაწეობას და გადადის 1 თვით ტყუპების ზოდიაქოში, იწყება ტყუპების დრო. ხუთშაბათიდან მატულობს, მხიარულება, მოგზაურობა, კომუნიკაბელურობა. მატულობს გაორება, სულსწრაფობა - ტყუპებს ეწყება ვარსკვლავური დრო. ოთხშაბათს და სამშაბათს, პლანეტა მარსი გადადის 28 ივნისამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში. თვითონ მარსი გვაძლევს საშუალებას, ადამიანი იყოს მშვიდი, ეს ის პერიოდია როდესაც საომარი მოქმედება მსოფლიოში შეიძლება დამშვიდდეს. ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა, რომელიც 13 ივნისამდე გადადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, საუკეთესო დროა ოჯახის შექმნისთვის და სამშობლოს პატრიოტიზაციისთვის“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.