1748856050
ეს ასტრონომიული მოვლენა არ უნდა გამოტოვოთ - რას დავინახავთ ცაზე 3 ივნისს მზის ამოსვლამდე

ძალიან მალე, მზის სისტემის ექვსი პლანეტა ერთ რკალში ცაზე დადგება. ამ იშვიათი ფენომენის შემჩნევა შესაძლებელია 3 ივნისს დილით, წერს MeToo ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღინიშნა, რომ მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ერთ რკალში განთავსდებიან. პლანეტების აღლუმის სანახავად შეიძლება დაგჭირდეთ ბინოკლები ან ტელესკოპი.
ასტრონომიული ფენომენი დედამიწის ბევრ კუთხეში ჩანს. თუმცა, პლანეტების აღლუმს ყველაზე კარგად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლები ნახავენ.
მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი 3 ივნისს დილით, მზის ამოსვლამდე დაახლოებით 45-60 წუთით ადრე, რკალში განთავსდებიან.