„მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეზოში ჩნდება ჩანთით...“ - „კურიერის“ ექსკლუზივი
1794512278
გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს არაბთა გაერთიანებული საამიროების დანაშაულისა და სასჯელების შესახებ №31 ფედერალური კანონის 390-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლოა, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 2 700 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაემუქროს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, პოლიციას უკვე აქვს ინციდენტის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა, დაღესტნელ მებრძოლსა და მის თანმხლებ პირებს ბრალი წაუყენონ.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში UFC-ის ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების მიხედვით, დვალიშვილი ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მიუახლოვდნენ. ნურმაგომედოვმა ქართველ მებრძოლს სახეში დაარტყა, რასაც ორ ჯგუფს შორის მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.
დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა სახის არეში დაზიანებები მიიღო. თავად მებრძოლის განცხადებით, მას და მის მეგობარ საბა ლაზიშვილს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
ინციდენტთან დაკავშირებით აბუ-დაბის პოლიციამ 10 პირი დააკავა, მათგან რვა ჩხუბში მონაწილეობისთვის, ხოლო ორი მომხდარის გადაღებისთვის. საქმე შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.
😳 Usman Nurmagomedov could face up to one year in prison or a fine of approximately $2,700 under Article 390 of UAE Federal Law No. 31 on Crimes and Penalties. The law can be applied WITHOUT a complaint from Merab Dvalishvili, based solely on video evidence. Police are currently questioning Usman, as well as the other individuals involved. If the police establish his guilt, he could face the aforementioned penalties. Additionally, under Article 392, an attack carried out by a group of three or more people is considered an aggravating circumstance.
— Home of Fight (@Home_of_Fight) November 11, 2026