სიმსივნის 7 ადრეული სიმპტომი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
1793044620
24 ოქტომბერს მოხდება ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს გზას მომდევნო 8 წლის განმავლობაში,“ – ამის შესახებ ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს. ასტროლოგი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამ დღისთვის კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.
2026 წლის 24 ოქტომბერს მოხდება ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს გზას ემოციური და მატერიალური კეთილდღეობისკენ, მომდევნო 8 წლის განმავლობაში და ამ დღეს, ახალი ვენერას დაბადების დღე ეწოდება, რომელიც არის სიყვარულის, სილამაზის, ფუფუნების, მატერიალური კეთილდღეობისა და მიწიერი სიამოვნების სიმბოლო. სწორედ ამ დღეს მოხდება ვენერასა და მზის შეერთება, ყველაზე მისტიურ და იდუმალებით მოცულ ნიშანში მორიელში, რის შედეგადაც მზე „დაწვავს“ ანუ დაფარავს ვენერას ინდივიდუალურ ენერგიას და შემდეგ ის ხელახლა დაიბადება, რაც მოიტანს გრძნობების, ურთიერთობებისა და მატერიალური სფეროს სისტემურ გადატვირთვას. მსგავსი ანომალია, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ხდება 8 წელიწადში ერთხელ, რაც გვაძლევს ყველაფრის ერთდროულად მიღების შესაძლებლობას.
მზისა და ვენერას შეერთება, ასტროლოგიაში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან პრინციპს.
მზე უკავშირდება პიროვნულ იდენტობას, თვითგამოხატვას, ცნობიერებასა და ცხოვრებისეულ მიზნებს.
ვენერა კი სიმბოლურად მართავს სიყვარულს, პარტნიორობას, მიზიდულობას, ჰარმონიას, ფინანსებს, მატერიალურ ფასეულობებსა და თვითშეფასებას.
როდესაც ეს ორი პლანეტა ერთმანეთს უერთდება, ყურადღების ცენტრში ექცევა ადამიანის ურთიერთობა საკუთარ თავთან და სხვებთან, ასევე ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი სურვილები რეალურ ღირებულებებს.
ამ პერიოდში, შეიძლება წამოიჭრას მნიშვნელოვანი კითხვები:
• ნამდვილად მაკმაყოფილებს ჩემი არსებული ურთიერთობა?
• ვიღებ თუ არა სიყვარულსა და ყურადღებას იმ დოზით, რა დოზითაც თავად გავცემ?
• რამდენად შეესაბამება ჩემი ფინანსური მდგომარეობა ჩემს სურვილებსა და მიზნებს?
• რას ვაკეთებ სხვების მოსაწონად და რას საკუთარი სურვილით?
• რა, ან ვინ არის ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნება მსურს?
შეერთების სიმბოლური მნიშვნელობა სწორედ ამ საკითხების გაცნობიერებაში მდგომარეობს, რადგან მორიელის ენერგია გულისხმობს სიღრმეს, ის ყველაზე ვნებიანი და მისტიკური ნიშანშია, ეს არ არის ზედაპირული, მსუბუქი რომანტიკის დრო. მორიელი ითხოვს სიმართლეს, გულწრფელობას და ნიღბების ჩამოხსნას. ეს არის კავშირი „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპით, ხოლო რადგან ვენერა ამ დროს რეტროგრადულია, ეს პერიოდი გააცოცხლებს წარსულს. შესაძლოა შეგახსენოთ თავი ძველმა გრძნობებმა, დაუსრულებელმა სასიყვარულო ისტორიებმა ან ძველმა ფინანსურმა საკითხებმა, რომლებიც ხელახალ განხილვას მოითხოვს. მზესთან შეერთება კი ამ თემებს დამატებით ყურადღებას უთმობს, კერძოდ: დაგეხმარებათ არსებულ ურთიერთობაში რეალური პრობლემების გაცნობიერებაში, ის, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო, შეიძლება უფრო ნათლად გამოჩნდეს. ადამიანი უკეთ დაინახავს, რამდენად თანაბარია პარტნიორებს შორის ემოციური ჩართულობა. საკუთარი სურვილების შეცვლაში. შესაძლოა ადამიანმა აღმოაჩინოს, რომ ის, რაც ადრე მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ახლა აღარ აკმაყოფილებს. ურთიერთობის პირობების გადახედვაში. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს შერიგების, საუბრის ან ძველი საკითხების გარკვევის სურვილი, თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ პერიოდში უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ წარსულის დაბრუნება ყოველთვის ურთიერთობის აღდგენას არ ნიშნავს, ზოგჯერ წარსული იმისთვის აქტიურდება, რომ ადამიანმა საბოლოოდ გააცნობიეროს, რა უნდა დატოვოს უკან, ამ შეერთების მთავარი კითხვაა არა მხოლოდ ის, თუ ვინ გვიყვარს, არამედ ისიც, შეესაბამება თუ არა ეს სიყვარული ჩვენს რეალურ საჭიროებებსა და თვითშეფასებას.
ფინანსები და მატერიალური კეთილდღეობა:
ვენერა ფინანსურ საკითხებსაც უკავშირდება, ამიტომ მზესთან მისი შეერთება შეიძლება სიმბოლურად განვიხილოთ, როგორც საკუთარი მატერიალური პრიორიტეტების გადახედვის პერიოდი.
რეტროგრადული ვენერას გავლენის გათვალისწინებით, ყურადღება შეიძლება გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:
• ადრე მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებების გადახედვა;
• ძველი ფინანსური შეთანხმებებისა და ვალდებულებების ხელახლა შეფასება;
• პირადი შემოსავლებისა და ხარჯების გაანალიზება;
• იმის გაცნობიერება, თუ რამდენად შეესაბამება არსებული ფინანსური მდგომარეობა ადამიანის რეალურ შესაძლებლობებს;
• სურვილსა და აუცილებლობას შორის განსხვავების დანახვა...“, - განაგრძეთ კითხვა.