ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
ვერძი
რა გელით: 26 ოქტომბერს კუროს ნიშანში სავსე მთვარე ფინანსურ საკითხებზე დაგაფიქრებთ. ეს პერიოდი დაგეხმარებათ, უკეთ გააცნობიეროთ საკუთარი შრომის ფასი და მიღწეული წარმატებების მნიშვნელობა.
როგორ იმოქმედოთ: გადახედეთ მაისიდან დღემდე მიღწეულ შედეგებს და სათანადოდ შეაფასეთ საკუთარი ძალისხმევა. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ყურადღება გაამახვილეთ უკვე არსებულ შესაძლებლობებსა და რესურსებზე. თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ, სამომავლო ნაბიჯები უფრო გონივრულად დაგეგმოთ.
თხის რქა
რა გელით: 30 ოქტომბერს რეტროგრადული ვენერას ჰარმონიული ასპექტი შესაძლოა თქვენი შრომის დაფასებისა და დამსახურებული ფინანსური სარგებლის მიღების წინაპირობა გახდეს.
როგორ იმოქმედოთ: იყავით გახსნილი ახალი, მათ შორის მოულოდნელი შემოთავაზებების მიმართ. ნუ იტყვით უარს საინტერესო პარტნიორობასა თუ პროექტებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თქვენს თავდაპირველ გეგმებს არ შეესაბამება. შესაძლოა, სწორედ არასტანდარტულმა შესაძლებლობებმა მოგიტანოთ წარმატება. მიიღეთ დამსახურებული აღიარება და ნუ შეგეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში.
კირჩხიბი
რა გელით: 29 ოქტომბერს მთვარისა და იუპიტერის ასპექტი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას შეუწყობს ხელს. ამ პერიოდში შესაძლოა გაგიჩნდეთ საინტერესო ფინანსური იდეები, რომელთა განვითარებაშიც ინტუიცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
როგორ იმოქმედოთ: ყურადღება მიაქციეთ იდეებს, რომლებიც კვირის განმავლობაში გაგიჩნდებათ, მათ შორის მოულოდნელ შთაგონებასა და სიზმრებს. ჩაინიშნეთ საინტერესო მოსაზრებები, თუმცა მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ. მიეცით საკუთარ თავს დრო სიტუაციის შესაფასებლად. ენდეთ ინტუიციას, მაგრამ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები გააზრებულად, ფაქტებზე დაყრდნობით მიიღეთ.