„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
7 აგვისტომდე პლანეტა მარსი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ეს გავლენა კი ყველაზე შესამჩნევი კარიერული თვალსაზრისით იქნება. აღსანიშნავია, რომ პლანეტა მარსი ცოტა ხნის წინ ქალწულის ნიშანში შევიდა, სადაც 2025 წლის 7 აგვისტომდე დარჩება. ეს კი შესანიშნავი პერიოდია მათთვის, ვისაც კარიერული ცვლილებები და საქმიან სფეროში დაწინაურება სურს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტა მარსის ქალწულის ნიშანში გადასვლა ყველაფერს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. ამ პერიოდში თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი თავი სრულად გამოხატოს, მიიღოს ახალი შეთავაზებები და საჭირო მოტივაცია იმისათვის, რომ ოცნებების ასასრულებლად პირველი ნაბიჯები გადადგას.
ქალწული ძალიან მოწესრიგებული, დისციპლინის მოყვარული ნიშანია. ამიტომაც, ყველას, ვისაც შრომა არ დაეზარება, ზაფხულის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები ელოდება. მარსი მხარს დაუჭერს მათ, ვისაც შეცდომების აღიარების არ შეეშინდება და არსებულ გამოცდილებას წინსვლისთვის გამოიყენებს.
შესანიშნავი დროა ახალი უნარების შესაძენად, პროფესიის შესაცვლელად, არსებულ სამსახურში განსხვავებული პოზიციის შესარჩევად. ასევე, ჯანსაღი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. დაკავდით სპორტით, დაიწყეთ დაბალანსებული დიეტა, გაიარეთ გეგმური სამედიცინო შემოწმება, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა პრიორიტეტად აქციეთ...ვრცლად