"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მთავარ მისიას, სიმართლის ძიებას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას" - ტულსი გაბარდი

ტულსი გაბარდი

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მთავარ მისიას – სიმართლის ძიებას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მთავარ მისიას – სიმართლის ძიებას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. ველით, რომ ამ გზით კვლავაც წინ წავალთ. თუ დავფიქრდებით, რა ხდებოდა 2016 წლის ნოემბრის არჩევნებამდე, თვეების განმავლობაში, და შემდეგ კი წლები მულერისა და სხვათა მრავალმა გამოძიებამაც რომ ვერ გასცა პასუხი ბევრ კითხვას – ვხვდებით, რამდენი რამ რჩება გაუხსნელი", - განაცხადა ტულსი გაბარდმა.