„ჯანმრთელ ადამიანებს ქრონიკული დაავადების დიაგნოზს უსვამდა...“ - ექიმს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (უცხოეთი)

ექიმი

ტეხასელ რევმატოლოგს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჯანდაცვის სფეროში სასტიკი თაღლითური სქემისთვის. რევმატოლოგმა ასობით ჯანმრთელ ადამიანს ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი დაუსვა, რაც ძვირადღირებულ და საშიშ მკურნალობას მოითხოვდა.

როგორც უცხოური გამოცემა წერს, წლების განმავლობაში, 68 წლის რევმატოლოგი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ცრუ დიაგნოზს უსვამდა, რათა საკუთარი გამდიდრების მიზნით არასაჭირო ტესტებისა და მკურნალობისთვის გადაეხადათ თანხა. პროკურორების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ მისი თაღლითური სქემა მოიცავდა 118 მილიონ დოლარზე მეტ ცრუ პრეტენზიას და სადაზღვევო კომპანიების მიერ 28 მილიონ დოლარზე მეტის გადახდას. ამ სქემით დოქტორმა საკმაო ქონება დააგროვა, მათ შორის იყიდა თვითმფრინავი.

დოქტორმა პაციენტების უმრავლესობას რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაუსვა, რაც ძვირიან მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტს ინსულტი, ყბის ძვლის ნეკროზი, თმის ცვენა, ღვიძლის დაზიანება და აუტანელი ტკივილები აღენიშნებოდა.

გარდა ამისა, დოქტორი სამსახურში ის ძირითადად J-1 ვიზებით მყოფ ადამიანებს ქირაობდა. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლები მის დავალებას არ შეასრულებდნენ, ის ემიგრანტებს სამსახურიდან გათავისუფლებით და იმიგრაციული სტატუსის შეჩერებით ემუქრებოდა.