ასტროლოგის გაფრთხილება - „ზოდიაქოს ამ სამ ნიშნას სიფრთხილე მართებს...“

ასტროლოგია

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მიმდინარე თვეების ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და დაინტერესებულ პირებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს.

„9 თებერვალს, მზე ტოვებს მერწყულის ზოდიაქოს და თევზების ნიშანში გადადის. თევზებო, გილოცავთ. აღსანიშნავია, რომ აქ მზეს ვენერა და ნეპტუნი უხვდება. თევზების ნიშნის წარმომადგენლებთათვის ასეთი პლანეტარული თავმოყრა ძალზე მნიშვნელოვანია და მათ ცხოვრებაში, შესაძლოა, ძალზე საინტერესო მოვლენებს სწორედ ახლა ჰქონდეთ ადგილი.

თევზების პერიოდი თვითჩაღრმავებისაკენ, საკუთარ შინაგან სამყაროში გარკვევისაკენ გვიბიძგებს. მზის თევზებში ყოფნისას ადამიანები ბევრად უფრო მშვიდები, შემწყნარებლები და ლმობიერები ხდებიან... ბევრი იმასაც ატყობს ხოლმე თავს, რომ რატომღაც ხალხმრავლობაში და ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნას განმარტოება ურჩევნია, იზრდება ასევე სულიერი პრაქტიკების და მედიტაციის სურვილიც. იმატებს ინტუიცია, წარმოსახვა, ფანტაზია... შესაძლოა ცოტათი მელანქოლიურობაც...

მიეცით თავს უფლება, ამ თვისებებმა გამოხატულება პოვონ თქვენშიც. მეტი ყურადღება დაუთმოთ თვითშემეცნებას და საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაძირვას, რათა ბევრი რამ სწორედ შიგნიდან გააცნობიეროთ. ეს არაა ზედმეტი აქტივობების დრო. თუმცა არც ეგ პერიოდია შორი - 21 მარტს მზე უკვე ვერძში გადავა, სადაც ის ეგზალტაციას განიცდის და ლიდერობისაკენ თუ არა, ქმედებისაკენ მაინც გვიბიძგებს.

ჯერჯერობით კი ხელსაყრელი პერიოდი უდგათ თევზებს, კირჩხიბებს, მორიელებს, თხისრქებს და კუროებს. წარმატებული პერიოდი ექნებათ ხელოვნების და ეზოთერიკის სფეროში დაკავებულ ადამიანებს, ასევე მედიკოსებს. კიდევ არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაც აქამდე რომ ჭიჭყინა თევზი გეგონათ, უეცრად ზვიგენად გადაიქცეს. სიფრთხილე მართებთ ქალწულებს, ტყუპებს და მშვილდოსნებს, დანარჩენებისთვის მეტ-ნაკლებად ნეიტრალურია.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენი ინტერესი მიმართული იქნება ყოველივე დაფარულისა და იდუმალისაკენ. ამ გაძლიერებული ცნობისმოყვარეობის გამო შესაძლოა, ვიღაცებს სურვილი გაუჩნდეთ ჩვენი ქმედებების ფარული აზრის გამოსარკვევად... და გამოარკვიონ კიდეც! ამიტომ თუ თქვენ რაიმე საიდუმლო გაქვთ და არ გსურთ სააშკარაოზე გამოგიყვანონ, იფრთხილეთ!! ეს ის დროა, როცა აქტიურდებიან ხოლმე ფარული მტრები, თუმცა მეორეს მხრივ, ადამიანებში აგრეთვე იღვიძებს თანაგრძნობისა და ლმობიერების, სიკეთის კეთების სურვილიც. სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვან ძვრებს და სულიერი ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენ ყველას!.“ - აცხადებს ხათუნა ნოელი.