18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დღეს, სჯობს, თავი აარიდოთ სხვადასხვა გარჩევებსა და პრობლემურ საკითხებში ჩართვას, თუმცა, თქვენი მოსაგვარებელი საქმე , თქვენვე უნდა მოაგვაროთ, ოღონდ, არა დღეს, არამედ, უახლოეს მომავალში.

კურო

საუკეთესო იქნება, თუ თქვენს ბობოქარ ემოციებს სწორ მიმართულებას მისცემთ, მთავარია, არ აჰყვეთ ნეგატიურ მუხტს, რადგან ამგვარად თქვენც დაზარალდებით და ირგვლივ მყოფებსაც მიაყენებთ ზიანს.

ტყუპები

ყურადღებით მოიფიქრეთ სამოქმედო გეგმა, განსაზღვრეთ საკითხის დადებითი და უარყოფითი შედეგი, გაითვალისწინეთ რეალობა და ნუ აჰყვებით მხოლოდ სურვილებს, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

კირჩხიბი

სასურველია, თავისუფალი დრო დაუთმოთ მეგობრებთან ურთიერთობებს, თუნდაც, სოციალური ქსელით, ან ახალ ნაცნობებთან საინტერესო საუბრებს. დღეს, ნამდვილად არ ხართ სერიოზული საქმეებისთვის განწყობილი.

ლომი

ნუ დაიწყებთ საკუთარი თავის კრიტიკას და ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს. ახლა, უბრალოდ, საჭიროა, გადაერთოთ სამომავლო გეგმებზე და აღარ დაუბრუნდეთ რთულ თემებს, რომელიც წარსულში დარჩა.

ქალწული

სწორად განსაზღვრეთ თქვენი გეგმების განხორციელების ნაბიჯები, ყურადღება მიაქციეთ თითოეულ დეტალს, მოქმედებისთვის და მნიშვნელოვანი სხვა საქმეების განხორციელებისთვის, ჯერ შესაფერისი დრო არ არის.

სასწორი

მოთოკეთ ნეგატიური ემოცია და მშვიდი იერით მოიგერიეთ გარშემომყოფთა უადგილო შენიშვნები და გამოხტომები, ამასთან, ეცადეთ გულში წყენა არ ჩაიდოთ და დროულად გაარკვიეთ გაუგებრობები. დღეს ყველაფერი გამოგივათ.

მორიელი

შესაძლოა, თავს მოგახვიონ სხვისი ვალდებულებები, თუმცა, თქვენი დიპლომატიურობისა და ინტუიციით, იოლად დაიძვრენთ თავს ახალი პასუხისმგებლობისგან და მშვიდად განაგრძობთ თქვენს გზას. საღამოს აქტიურად დაისვენეთ.

მშვილდოსანი

ღრუბლებში როგორც უნდა დაფრინდავდეთ, სადღაც გონების სიღრმეში ფხიზლობს პრაქტიკულობა და ანგარიშიანობა, რომელიც საშუალებას არ მოგცემთ, შეცდომები დაუშვათ. 

თხის რქა

დღეს, უჩვეულოდ მეოცნებე და ნათელი იდეებით სავსე ხართ, თუნდაც, ვერც ერთი იდეა ვერ აქციოთ სინამდვილედ , ეს განწყობა დიდხანს დარჩება თქვენს გულში და ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს.

მერწყული

პრობლემები, ფინანსური საკითხებისა და ურთიერთობების შესახებ, აგაფორიაქებთ. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იპოვოთ გამოსავალი. იყავით უფრო მოქნილი და გულახდილი მეგობრებთან.

თევზები

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ნუ ჩაიდებთ წყენას გულში, სჯობს, პირისპირ გულახდილად თქვათ სათქმელი და არ გაამწვავოთ სიტუაცია. მოუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.