„მე მაქვს ძალიან სუფთა სინდისი...“ - ვინ არის ერზინის მერი, რომელიც ადგილობრივებისთვის გმირად იქცა, მისი ქალაქი მიწისძვრას უვნებელი გადაურჩა

ერზინის მერი

ოქეშ ერმასოღლუ - ეს ქალაქ ერზინის მერია. ის ადგილობრივებისთვის გმირად იქცა. 

მა­შინ, როცა სტი­ქი­ამ თით­ქმის მთლი­ა­ნად მი­წას­თან გა­ას­წო­რა თურ­ქე­თის ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცია, ამა­ვე პრო­ვინ­ცი­ა­ში არის ერთი ქა­ლა­ქი ერ­ზი­ნი, სა­დაც ერთი შე­ნო­ბაც კი არ დან­გრე­უ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 7.7 და 7.6 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მქო­ნე ორ­ჯერ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი მი­წისძვრის ძალა ამ ქა­ლაქ­შიც ისე­თი­ვე იყო, რო­გორც ჰა­თა­ის სხვა ად­გი­ლებ­ში.

„მე მაქვს ძალიან სუფთა სინდისი, იმის გამო რომ ჩვენ არ დავუშვით უკანონო მშენებლობები. რა თქმა უნდა თუ არ დაუშვებ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც სხვა გზას იპოვის, თუმცა ამასთან საბრძოლველადაც გვაქვს კონკრეტული მექანიზმები. უკანონო მშენებლობას 100 პროცენტით ვერ ვაფერხებ, თუმცა გარკვეულწილად შესაძლებელია მისი შემცირება. არანაირ დათმობაზე არ წავედი და ეს ბევრ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭებად დამიჯდა“ - ამბობს დანგრევას გადარჩენილი ქალაქის მერი.