რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აკეთებს და მოსალოდნელი რთული დღეების შესახებ საუბრობს.
„კვირა მთლიანობაში სასიკეთოა, პოზიტიური, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ურთიერთგაგება იმატებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, სიტუაცია სტაბილურდება.
გვახსოვდეს, რომ ეს კვირა არის დაბნელებების დერეფანი. მთვარის დაბნელება გვქონდა 20 აპრილს და გვექნება 5 მაისს. ამიტომ სიფრთხილე მაინც გვმართებს.
ამ კვირაში მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაცაა - 15 მაისამდე მერკური რეტროგრადულია. იგი წარსულში გვაბრუნებს. ძველი იდეები, შეუსრულებელი დაპირებები, რაღაც ძველი პროექტების, რომლებიც სწორად არ წარიმართა, ან შეჩერდა, დაბრუნების და გამოსწორების დროა.
გავითვალისწინოთ სამი განსაკუთრებული დღე - ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ამიტომ ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს. არავითარი სოლარიუმი, ნერვიულობა და ფიზიკურ-ემოციური გადაღლა.
ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - დღეს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. აკონტროლეთ წნევა, კარგია სუფთა ჰაერი და დასვენება.“- ამბობს ცაგარელი „იმედის დილაში“.