პენსია გაიზრდება - ნახეთ, ვის რამდენი ემატება
1732688359
20 აპრილს მზის დაბნელებაა. რას იწვევს აღნიშნული მოვლენა, მოქმედებს თუ არა უარყოფითად და რა უნდა გავითვალისწინოთ – საკითხზე ასტროლოგმა ქეთი ვაწაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
„დაბნელება, მით უფრო მზის დაბნელება, რაღაც ახალი ციკლის დასაწყისია, მით უმეტეს, როდესაც ეს დაბნელება ვერძის ნიშანში ხდება. ვერძი პირველი ნიშანია, შესაბამისად, რაღაც სიახლე უნდა მოხდეს და ამ დაბნელების შედეგი, ამ ორი წლის განმავლობაში იქნება შესამჩნევი.
20 აპრილიდან 5 მაისამდე ე.წ. დაბნელების დერეფანს გავდივართ.
დააკვირდით, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში ამ ორი კვირის განმავლობაში – 20-დან 5 მაისამდე.
5 მაისს უკვე მთავრის დაბნელებაა. მთვარის დაბნელებაზე ძველი პროგრამები უფრო სრულდება, მაგრამ მზეზე იწყება, ამიტომ დააკვირდით, რა დაიწყება თავისით.
მთელს ამ პერიოდს ემატება ჩვენი საყვარელი მერკურის რეტროგრადულობა, რომელიც 21 აპრილს იწყება – ის მიწიდან დამკვირვებლისთვის უკუსვლას დაიწყებს.
მერკური პასუხისმგებელია კონტაქტებზე, კომუნიკაციაზე, კავშირგაბმულობაზე, ტექნიკაზე და ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ამ ორი კვირის განმავლობაში, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ახალ ტექნიკას ნუ შეიძენთ, რადგან შესაძლებელია მერე აღმოჩნდეს, რომ წუნი აქვს. თუ შევიძენთ აუცილებლად გარანტიები მოვითხოვოთ.
მერკური ასევე პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, ურთიერთგაგება ჭირს – მე ერთს ვამბობ, თქვენ სხვა გესმით, ამიტომ ყოველთვის გადაამოწმეთ – ხომ სწორად გაიგო, ხომ სწორად გაიგეთ. აღნიშნული ეტაპი 21 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს“, – განაცხადა ასტროლოგმა ქეთი ვაწაძემ.