პენსია გაიზრდება - ნახეთ, ვის რამდენი ემატება
1732688359
ვერძი
ყველაფერი ჩვეულად მიჰყვება დროის დინებას, მდორედ ერთფეროვნად და ზომიერად, არც რაიმე მოულოდნელი, არც რაიმე ექსტრემალური დღეს არ ჩანს ჰორიზონტზე. დაისვენეთ, მოდუნდით და აღიდგინეთ ძალები.
კურო
დღევანდელი ახალი კავშირები ძალიან სასიკეთო და სასარგებლო იქნება, დიდი ალბათობით, ეს ახალი ურთიერთობები მნიშვნელოვნად დააჩქარებს პოზიტიურ ცვლილებებს თქვენს საქმიან სფეროში და საუკეთესო მეგობრებსაც შეიძენთ.
ტყუპები
იზრუნეთ ირგვლივ მყოფებზე და გააკეთეთ მათთვის რაიმე სარგებლიანი, ასე, თქვენს თავსაც დაეხმარებით, მოჭარბებული ენერგიისგან გათავისუფლებაში და ჰარმონიაში მოხვალთ საკუთარ თავთან.
კირჩხიბი
იმოქმედეთ გონივრულად და თუ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სამართლიანია - დათმეთ პოზიციები. შეეცადეთ, განამტკიცოთ ის, რასაც მიაღწიეთ და იყოთ ურთიერთობებში მოქნილი.
ლომი
ნუ იტვირთავთ უფრო მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. კეთილშობილება, მზრუნველობა და ქველმოქმედება შესანიშნავი რამაა, თუმცა, არავის აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, ამიტომ, უფრო გონივრული იქნება ერთობლივი მოქმედება.
ქალწული
სიფრთხილე გამოიჩინეთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს, ნუ შეეცდებით ორმაგი სტანდარტით თამაშს, როგორც უნდა მოინდომოთ, დღეს ვერავის ვერაფერს გამოაპარებთ.
სასწორი
შესაძლოა, ირგვლივ მყოფთა გაოცება გადაწყვიტოთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირებით. დღეს მეტად გამძაფრებულია თქვენში თავის წარმოჩენისა და აღიარების სურვილი. ფრთხილად, უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.
მორიელი
ნუ იქნებით სხვათა დახმარების იმედად, თვითონაც საკმარისი გონიერება და ძალა გაგაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ნებისმიერ სერიოზულ ამოცანას და წარმატებით გაართვათ თავი სხვადასხვა საქმეს.
მშვილდოსანი
დაინდეთ გარშემომყოფები და ნუ მოსთხოვთ პასუხს იმაზე, რაც მათ არ ეხებათ, აღიარეთ სხვებთან და საკუთარ თავთანაც თქვენი შეცდომა და მშვიდად, თავდაჯერებულად შეეცადეთ, მოიფიქროთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
თხის რქა
წარმატების მისაღწევად მეტი ძალისხმევა და დროა საჭირო, არაფერს მოგიტანთ ლოდინი და საქმის გაჭიანურება. მხოლოდ გაორმაგებული შრომა და შეუპოვრობა მიგიყვანთ საბოლოო მიზანთან და არა ვინმე ავტორიტეტული პირის თანადგომა.
მერწყული
ელოდეთ ახალ შემოთავაზებებს, არის ალბათობა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. შეეცადეთ, იყოთ დღეს მეტად პოზიტიური და ოპტიმისტურ განწყობაზე.
თევზები
გააფართოვეთ საქმიანი თუ სამეგობრო კავშირები, დაინტერესდით ოჯახის წევრების პრობლემებით, სურვილებით და იზრუნეთ გარშემო ჰარმონიული, მშვიდი ატმოსფეროს შექმნაზე.