ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
14 მარტს ,,სისხლისფერი (Blood Moon) მთვარის’’ ნაწილობრივი დაბნელება დაიწყება 09:09 საათზე, ხოლო მაქსიმუმი ამ მოვლენის კი იქნება 10:58 საათზე და პროცესი დასრულდება 11:31 საათზე ქალწულის ზოდიაქოს 23°58’ გრადუსზე, - ამის შესახებ ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ მთვარის დაბნელება არის ასტრონომიული მოვლენა, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე ჩრდილში და დროებით უხილავი ხდება. აღნიშნული დროის ტიპი და სიგრძე დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენადაა ღამის მანათობლის სიახლოვე აღმავალ და დაღმავალ კვანძებთან.
ძველი ბერძნებიდან, ერთხელ არისტოტელემ შეამჩნია, რომ მთვარის დაბნელების დროს მთვარეს მოფენილი ჩრდილი მოხრილი ფიგურით ჩანდა, ასეთი სიუჟეტით გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ დედამიწა მრგვალია.
მესოპოტამიელებმა, როდესაც შეამჩნიეს იგი წითელ ფერში გამოწყობილი - კარდინალური მოვლენის საწყისად ჩათვალეს, ხოლო ძველი სპარსელებისთვის კი ეს იყო კაცობრიობაზე ფიქრის დრო.
როგორც წლის დასაწყისში ვამბობდი, პერიოდებიდან მარტი და აგვისტო იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გადამწყვეტი, ზუსტად ამ ეტაპს ვუახლოვდებით ახლა. საერთოდ, მზე-მთვარის დაბნელების მონაკვეთი გამოირჩევა „საბედისწერო“, გარდამავალი მოვლენებით და რაც ხდება ამ დროს ნამდვილად საყურადღებოა.
დაბნელებები ხდება ხოლმე, დაახლოებით, ყოველ 6 თვეში ერთხელ და ატარებს ორმაგ ეფექტს, რადგანაც პროცესი ემთხვევა ან სავსემთვარეობას ან ახალმთვარეობას.
თუ ჩვენ შევხედავთ მთვარის აღმავალ და დაღმავალ კვანძებს, რომლებიც თევზები-ქალწულის ღერძზე მოძრაობენ და იქნებიან კიდევ, თითქმის, წელიწად-ნახევარი, ამ დროში კაცობრიობა უნდა ჩაეტიოს! ესაა, ფაქტობრივად, პორტალური კარების სახით გახსნილი ფანჯარა, როცა მოგვეთხოვება მეტი ერთობა, მიტევება, პატიება, სიყვარული და თან ქალწულის ამბებში - საქმე! პრაქტიკული მუშაობა, რომ სურთ ადამიანებს რეალურ შედეგებზე ფიქრი! სხვა შემთხვევაში, რეზულტატი სავალალო იქნება!
მთვარის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში წინ წამოწევს მომდევნო თვეების მანძილზე საგულისხმო ტრანსფორმაციებს, სისხლიანი მთვარე ქალწულში - ვალდებულნი ვართ შევიდეთ ქალწულის ცნობიერებაში და გვახსოვდეს, რომ ჩვენშიც მიედინება სიბრძნის, ძალისა და მთლიანობის მდინარე.
კარგია თუ დავუკავშირდებით ჩვენს შინაგან არსებას და ვაღიარებთ, რომ გვაქვს შინაგანი ძალა ნავიგაციისთვის ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც აღმოვჩნდებით.
ქალწული - ესაა მუტაბელური ფენის წარმომადგენელი, მიწის სტიქია. შესანიშნავი ანალიტიკოსი, კრიტიკოსი, ლოგიკურად, ჯანსაღად მოაზროვნე, იმართება მერკურის გავლენით. შესაშური დახვეწილობის და დეტალებზე კონცენტრაციის უნარი გააჩნია, დუალურად და გადასარევად უთმობს დროს, როგორც სამსახურეობრივ, ისე შიდა საოჯახო გარემოს. ქალწული მედიცინის ნიშანია.
ეს უკანასკნელი, მართავს ჩვენი გონების და სხეულის კავშირს, ყოველდღიურ სამუშაო პროექტებს, რუტინებს, ორგანიზებულ უნარებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამიტომ ამ დაბნელების დროსაც, აღნიშნულ თემებს მიაქციეთ ყურადღება!
პიკის დროს, მთვარეს მძიმე ოპოზიცია ექნება სატურნზე, ამიტომ სულ მცირე 1 თვის მანძილზე მოერიდეთ ტყუილ დაპირებებს! გამიჯნეთ, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის! ფრთხილად იყავით ვირუსულ ინფექციებთან, ინტოქსიკაციის და სტიქიურად წყალდიდობის, ალაგ-ალაგ მიწისძვრის შანსები მაღალია!
კარგი დროა ჯგუფური, ორგანიზაციული საკითხების მოგვარების და შეთანხმებისთვის, რადგანაც ურანი საქმეში პოზიტიურად ერთვება. ფინანსური გარიგებები ან სამომავლო დაპროექტება ამა თუ იმ ინტერესისა ურიგო არ უნდა იყოს, თუმცა საჭიროა ჭკვიანური მსჯელობა და სიმართლის საუბარი, რომ არ აღმოჩნდეთ იმედგაცრუების ქვეშ.
ამ მთვარის დაბნელების პერიოდში, მეტი შეხება გქონდეთ რეალურ, ხელშესახებ საგნებთან, მეტად დამიწდით და პრაქტიკულები იყავით! საეჭვოა და თან სარისკოა არაოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება!
არაა გამორიცხული რომ ექიმების მიერ დასმული დიაგზნოზი ახლა უბრალოდ არასწორი აღმოჩნდეს! ამიტომ, გადაამოწმეთ სხვა პროფესიონალებთანაც, რომ არ წაყვეთ არასწორი მკურნალობის კურსს!
ძირს დაგდებულიც კი არ უნდა მიირთვათ, (ეს ისედაც, მაგრამ ახლა ხომ საერთოდ) შანსები არის მოწამვლის ან სხვა დაავადებების გავრცელების.
სამსახურში, რასაც რუტინულად ასრულებთ, ეცადეთ, რომ დადებით კოლაბორაციაში შეხვიდეთ თქვენს თანამოაზრეებთან! დრო მისაღებია სკანდალების დამთავრების და სიტუაციის განმუხტვისთვის!
ასევე, არანაირი ხელშეკრულებები ამ ხანებში არ იდება, დიდი ალბათობით, ეს მაინც დაირღვევა, თუ მკაცრად არ იყო ყველა მხარის მხრიდან გააზრებული. დაუშვებელია ჩხუბის და ომის ინიცირება, ეს კიდევ უფრო უმართავს გახდის პროცესებს!
ნუ შეხვალთ მომდევნო დღეებში ერთმანეთთან კონფრონტაციაში! მეტი იმხიარულეთ, განიტვირტეთ, მიმართეთ სულიერ სამყაროს, ლოცვას, ღმერთს, სიმშვიდეს და თქვენს მფარველ ანგელოზს!“ - წერს ასტროლოგი.