„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ეზოტერიკოსების თქმით, მთვარის ციკლის ზოგიერთი დღე საშიშია და კონკრეტულ თარიღებში უსიამონებები და კონფლიქტები უფრო ხშირად ხდება:
8 ნოემბერი - სავსე მთვარე კუროში
სავსე მთვარე ყოველთვის რთული და წინააღმდეგობებით დატვირთული მოვლენაა. 8 ნოემბერს სავსე მთვარე კუროს ნიშანში იქნება, რომელიც სიჯიუტითა და სიხისტითაა ცნობილი. ამ დღეს ადამიანებს შორის ურთიერთობა გაუარესდება, შემცირდება ურთიერთგაგება და სიმპათია. ბევრი ადამიანი გაჯიუტდება და სხვების პრობლემების მიმართ გულგრილი გახდება. შესაძლოა, ფინანსური ხარჯების არაადეკვატური აღქმაც გქონდეთ, ამიტომ ჯობს, ამ დღისთვის დიდი შესყიდვები არ დაგეგმოთ.
16 ნოემბერი - კლებადი მთვარე ლომის ნიშანში
ეს ის დღეა, როცა ადამიანებმა ნაკლები უნდა ისაუბრონ და მეტი იფიქრონ, რომ ზედმეტი და შეურაცხმყოფელი რამ არ თქვან. 16 ნოემბერს უფრო ხშირად უნდა იფიქროთ სხვა ადამიანების გრძნობებზე და იმაზეც, უნდა მისცეთ თუ არა არასასურველი რჩევა. შესაძლოა, საყვარელი ადამიანების შესახებ უსიამოვნო ამბავი გაიგოთ და აღმოაჩინოთ, რომ ვიღაც თქვენი ახლობელი თქვენზე ზურგს უკან დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ რაღაცებს ლაპარაკობს.
21 ნოემბერი - კლებადი მთვარე მორიელის ნიშანში
ეს არის ბოლო დღე ახალმთვარეობამდე, რომელიც მთვარის ციკლს ფინალთან აახლოებს. ამ დღემ შეიძლება ადამიანებში დაუსაბუთებელი გრძნობები და შფოთვა გამოიწვიოს. ეზოთერიკოსები გვირჩევენ, 21 ნოემბერს ის აზრები და ემოციები, რომლებიც გვაშფოთებს, როგორმე სასიამოვნო საქმით ჩავანაცვლოთ. ჯობს, კომუნიკაცია მინიმუმამდე შეამციროთ, დარჩეთ საკუთარ თავთან და თქვენი მიზნებისა და გეგმების შესახებ არ ისაუბროთ ისეთ ადამიანთან, რომელმაც შესაძლოა, იდეები მოგპაროთ.
25 ნოემბერი - მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში
ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. ის, თუ როგორ გაატარებთ 25 ნოემბერს, მთელ შემდეგ თვეს განსაზღვრავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მოაგვაროთ და განწყობაც გაიუმჯობესოთ, თუ არ გსურთ, რომ შემდეგი თვე მოწყენილი და წარუმატებელი იყოს. ძალიან კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და პაემნებისთვის. სრულად