7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

სამსახურსა თუ სახლში, სხვადასხვა წვრილმანები თქვენს გეგმებში ცვლილებებს შეიტანს, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მეგობრებს. საღამოს შესაძლოა, მხიარულ სათავგადასავლო ამბავში მოჰყვეთ.

კურო

საქმიან სფეროში მოსალოდნელია გარკვეული სახის დაბრკოლებები, თუმცა თქვენი გონიერება და შრომისმოყვარეობა გარშემომყოფთა კეთილგანწყობას გამოიწვევს.

ტყუპები

შეგიძლიათ, აჰყვეთ სურვილებსა და ემოციებს, მით უმეტეს თუ შეყვარებული ხართ. ეს ის დროა, როდესაც  ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი გიჩნდებათ.

კირჩხიბი

კონკურენთებთან კონფლიქტის ალბათობაა, დიდია თქვენი გამარჯვების შანსი.

ლომი

თქვენთვის წარმატებული დღეა, ყურადღების ცენტრში ექცევით. იმატებს ახალი ვალდებულებებიც, მოემზადეთ დიდ საქმეებთან შეჭიდებისთვის.

ქალწული

ახალი ნაცნობობა, ახალი შემოთავაზებები სამსახურსა თუ საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით, საკმაოდ წარმატებული უნდა იყოს. მეტად კონცენტრირდით საქმეზე.

სასწორი

მოერიდეთ ახალ წამოწყებებს. იყავით მეტად დამთმობი, კოლეგებთან და პარტნიორებთან უკეთესი იქნება კომპრომისზე წასვლა.

მორიელი

ახალი, სასარგებლო ინფორმაციები შეიძლება მიიღოთ, რაც მომავალში საკმაოდ კარგ მოგებას მოგიტანთ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას.

მშვილდოსანი

თქვენს ირგვლივ შესაძლოა, ინტრიგებმა იჩინოს თავი, თუმცა გარკვეულწილად თქვენც იქნებით ამის მიზეზი. ნუ გათქვამთ საიდუმლოს.

თხის რქა

ჯიუტად მიიწევთ წინ. ბევრი საქმე გაქვთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. გარემოება ხელს გიწყობთ ახალი კონტაქტებისა და კავშირებისთვის.

მერწყული

თქვენს წინ ბევრი ახალი შესაძლებლობაა, თუმცა კარგი ანალიზიც გჭირდებათ, მაცდუნებელი საკითხების შეფასებისთვის. ნუ იტვირთავთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ.

თევზები

ილუზიებისგან გათავისუფლების დროა. ნუ დაადანაშაულებთ სხვებს, რაშიც თავადაც მიგიძღვით წვლილი. გააანალიზეთ სიტუაციები და გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი სამყაროს ალგორითმით ვითარდება.