29 ივნისს წლის უმთავრესი ასტროლოგიური მოვლენა ხდება - რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

ზოდიაქოები

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„მოემზადეთ საჩუქრებისთვის, რადგან 29 ივნისს წლის უმთავრესი ასტროლოგიური მოვლენა ხდება: დიდი იღბლის, ბედნიერებისა და სიუხვის პლანეტა – იუპიტერი, ტოვებს მყუდრო კირჩხიბს და მთელი ერთი წლით შედის სამეფო, გულუხვ და მზიან ლომის ნიშანში! 

 ეს ნიშნავს, რომ იწყება „მთავარი გმირის“ ენერგიის წელი! ლომი არის შემოქმედების, ცეცხლის, სცენის, სიყვარულისა და აღიარების სიმბოლო. თუ აქამდე სამყარო გვაიძულებდა სახლში ჩავკეტილიყავით, ახლა იუპიტერი გვეუბნება: „გამოდით ჩრდილიდან, დროა ბრწყინავდეთ, აჩვენოთ ყველას თქვენი ნიჭი და მიიღოთ აპლოდისმენტები!“ საოცრად იზრდება თავდაჯერებულობა, იხსნება დიდი ფულადი შესაძლებლობები და იწყება გრანდიოზული სიყვარულის ისტორიები.
  ჩემო საყვარლებო, აი, სად გელით დიდი იღბალი და გაფართოება ასტროლოგიური სახლების მიხედვით (წაიკითხეთ როგორც თქვენი მზის, ისე ასცედენტის მიხედვით):

ვერძი – იუპიტერი შედის თქვენს მე-5 სახლში – სიყვარულის, შემოქმედებისა და შვილების ზონაში! ჩემო ვერძებო, ეს სუფთა სიხარულის წელია. მარტოხელებს გელით თავბრუდამხვევი რომანი, ხელოვანებს – აღიარება, ხოლო ბევრი თქვენგანისთვის ეს იქნება ოჯახში მატების (შვილის ან შვილიშვილის დაბადების) წელი! 

კურო – იუპიტერი გადადის თქვენს მე-4 სახლში – სახლის, ოჯახისა და ფესვების ზონაში. ელოდეთ უძრავი ქონების ყიდვას, გრანდიოზულ რემონტს ან საცხოვრებლის გაფართოებას. თქვენი ოჯახი გახდება თქვენი მთავარი ძალა და სიამაყე, სახლში კი ნამდვილი ფინანსური სტაბილურობა დაისადგურებს.  

ტყუპები – იუპიტერი თქვენს მე-3 სახლშია – კომუნიკაციის, სწავლისა და მგზავრობის ზონაში. თქვენი სიტყვა შეიძენს საოცარ ძალას! მოსალოდნელია ახალი ავტომობილის ყიდვა, წარმატებული კურსების დაწყება და უამრავი მომგებიანი ნაცნობობა. შესაძლოა დაწეროთ წიგნი ან დაიწყოთ ბლოგი, რომელიც პოპულარული გახდება. 

კირჩხიბი – იუპიტერი გადადის თქვენს მე-2 სახლში – ფულისა და თვითშეფასების ზონაში! ჩემო კირჩხიბებო, ფინანსური ოკეანე გელით! შემოსავლები მკვეთრად გაგეზრდებათ, მიიღებთ ძვირფას საჩუქრებს და რაც მთავარია, საკუთარ თავს დააფასებთ სულ სხვა დონეზე. თქვენი ნიჭი საბოლოოდ დაიწყებს დიდ ფულად კონვერტაციას!

ლომი – იუპიტერი თქვენს 1-ელ სახლშია! ჩემო მეფეებო და დედოფლებო, თქვენ ამ წლის მთავარი ფავორიტები ხართ!იუპიტერი თქვენს ნიშანშია, რაც მოგიტანთ წარმოუდგენელ პოპულარობას, გარეგნულ ტრანსფორმაციას და სტატუსის ამაღლებას. ნებისმიერი კარი, რომელსაც მიადგებით, თქვენ წინაშე გაიღება. ეს თქვენი ტრიუმფის წელია!

ქალწული – იუპიტერი შედის თქვენს ფარულ მე-12 სახლში. ეს არის სულიერი გაწმენდის, ქვეცნობიერისა და შორეული ქვეყნების ზონა. საოცარი დროა ფსიქოლოგიური დასვენებისთვის, მავნე ჩვევებისგან განკურნებისა და საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის/ემიგრაციისთვის. თქვენ გეყოლებათ უძლიერესი ანგელოზ-მფარველი! 

სასწორი – იუპიტერი თქვენს მე-11 სახლშია – ოცნებების, სოციალური წრისა და შედეგების ზონაში. ის, რაზეც წლებია ოცნებობდით, ახლა ასრულდება! გაგიჩნდებათ გავლენიანი მფარველები და მეგობრები, ხოლო ინტერნეტ-პროექტები ან ფართო მასებთან მუშაობა უდიდეს მოგებასა და აღიარებას მოგიტანთ.  

მორიელი – იუპიტერი ადის თქვენს ყველაზე მაღალ, მე-10 სახლში – კარიერისა და უმაღლესი მიღწევების ზონაში! მოემზადეთ თავბრუდამხვევი წინსვლისთვის. გელით დაწინაურება, ახალი ხელმძღვანელი პოზიცია, საკუთარი ბიზნესის მასშტაბური გაფართოება ან ისეთი სტატუსის მიღება (ქორწინება, აღიარება), საზოგადოებაში თქვენს სახელს განადიდებს! 

მშვილდოსანი – იუპიტერი თქვენს მე-9 სახლშია – თვალსაწიერის გაფართოებისა და იღბლის ზონაში. ეს თქვენი მშობლიური სახლია, ამიტომ ორმაგად იღბლიანი იქნებით. გელით გრძელვადიანი მოგზაურობები უცხოეთში, წარმატებული საერთაშორისო პროექტები, უმაღლესი განათლება და ავტორიტეტის წარმოუდგენელი ზრდა! 

კაპრიკონი (თხის რქა) – იუპიტერი შედის თქვენს მე-8 სახლში – დიდი კაპიტალისა და სხვისი ფინანსების ზონაში. თქვენ მიიღებთ დიდ თანხებს პარტნიორისგან, მემკვიდრეობით, ინვესტიციებით ან დაფინანსებით. ეს არის კრიზისების მარტივად დაძლევის, დიდი ვნებისა და შინაგანი ენერგეტიკული გადატვირთვის წელი. 

მერწყული – იუპიტერი თქვენს მე-7 სახლშია – პარტნიორობისა და სიყვარულის ზონაში! ჩემო კარგებო, მარტოხელები აუცილებლად შეხვდებით თქვენს ბედს და ელოდეთ ქორწინებას! ბიზნესში კი გელით ისეთი ძლიერი პარტნიორები და მსხვილი კლიენტები, რომლებიც თქვენს საქმეს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანენ. 

თევზები – იუპიტერი გადადის თქვენს მე-6 სახლში – სამსახურის, ჯანმრთელობისა და ყოველდღიური ცხოვრების ზონაში. თუ რაიმე გაწუხებდათ, იპოვით საუკეთესო სპეციალისტებს და განიკურნებით. სამსახურებრივი პირობები საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ, რუტინა გახდება სასიამოვნო და სამუშაო გარემოში ნამდვილი კომფორტი შეგექმნებათ. 

ნუ გეშინიათ ყურადღების ცენტრში ყოფნის, გაიღიმეთ, მადლობა გადაუხადეთ სამყაროს და მიიღეთ მისი უხვმოსავლიანი საჩუქრები. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ!გკოცნით ყველას და გისურვებთ ბრწყინვალე, მეფურ წელს! 

იუპიტერი ლომში (მთავარი თილისმები)როდესაც იუპიტერი ლომში გადადის, სამყაროში იზრდება ამბიციები, კრეატივი და წარმატების შანსები.
აი, რა უნდა ვურჩიო ზოდიაქოს ნიშნებს სტიქიების მიხედვით,როგორც ლუთოთერაპევტმა:
  ცეცხლის ნიშნები (ლომი, ვერძი, მშვილდოსანი):ციტრინი & ვეფხვის თვალი — ხვავისთვის, ფინანსური იდეების მატერიალიზაციისა და ეგოს დასაბალანსებლად.
  წყლის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები):მზის ქვა & სერდოლიკი — შიშების დასაძლევად, თვითშეფასების ასამაღლებლად და ჩრდილიდან გამოსასვლელად.
  მიწის ნიშნები (კურო, ქალწული, თხის რქა):პირიტი & პერიდოტი — კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად, ბიზნესის წარმატებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის.
  ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი, მერწყული):ქარვა & მთის ბროლი — საჭირო კონტაქტების მოსაზიდად, იდეების დასაფოკუსირებლად და გონებრივი გადაღლისგან დასაცავად.
  ლითოთერაპევტის ოქროს რჩევა:ამ ტრანზიტის დროს მინერალები ატარეთ მარჯვენა მაჯაზე (ენერგიის სოციუმში გასაცემად) ან მზის წნულის (Solar Plexus) ჩაკრასთან ახლოს, გრძელი გულსაკიდით",- წერს იოსელიანი.