26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 25-26-ე დღე. სიმტკიცითა და მოთმინებით მთებს გადადგამთ. მთავარია, მეტი სიფრთხილის გამოჩენა.

კარგი დროა, წარსული სწორად შეაფასოთ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოთ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, დიდ წარმატებას მიაღწიოთ.

ვერძი

მშვიდი დღეა, გამოიყენეთ ის ჭკვიანურად და ეცადეთ, თქვენს საქმიანობაში მეტი ყურადღება დაუთმოთ ალტერნატიულ ხედვას. ისწავლეთ მოთმინება და ყველაფერი გამოგივათ.

კურო

ხანდახან უკან დახევა გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე წინა ხაზზე გაჭრა. შეხედეთ სიტუაციას სხვა რაკურსიდან, ასე ყველაფერს უფრო მკაფიოდ დაინახვთ და უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

ტყუპები

კარგად თუ გააანალიზებთ არსებულ სიტუაციას, მეტად სასარგებლო გაკვეთილს მიიღებთ ახლო დღეების წარუმატებელი ქმედებებიდან. ახლა სიტუაციის სწორად შეფასება კარგი სტარტი იქნება მიღებული ცოდნის პროდუქტიული გამოყენებისთვის.

კირჩხიბი

მიზნის მიღწევაში თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად.

ლომი

ის დროა, როცა იოლად შეგიძლიათ დაამუშაოთ თქვენი წარსულის ნეგატიური გამოცდილებები, უკან მოიტოვოთ შფოთი და ნაცრისფერი დღეები.

ქალწული

მოთმინება და სიმშვიდე, ამ ეტაპზე, საუკეთესო წამალია წარმატების მისაღწევად. ირწმუნეთ საკუთარი ძალების და მიზნის მისაღწევად მიჰყევით არჩეულ გზას.

სასწორი

აუცილებელია დასვენება, ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ წონასწორობის შენარჩუნებასა და ძალების აღდგენაში. მეტად სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენზე პოზიტიურ ადამიანებთან კონტაქტი.

მორიელი

შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება, მართალია, რთული პერიოდი გქონდათ, მაგრამ პრობლემებმა უფრო გაგაძლიერათ. ახლა დადგა გაჯანსაღების, გადაწყვეტილებების მიღებისა და წარმატების დრო.

მშვილდოსანი

დაიცავით ზომიერება, დაზოგეთ თქვენი ძალა და რესურსები, დღეს შესაძლოა არა ერთი ემოციებით დახუნძლული შეხვედრა შედგეს, მოერიდეთ დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას.

თხის რქა

ნებისმყოფა და მოთმინება წარმატებისა და წინსვლის მომტანი იქნება, თავდაჯერებულობა და სიჯიუტე საკმარისი მოტივაცია არ არის მიზნის მისაღწევად.

მერწყული

შეეცადეთ, თავად აიღოთ მიმდინარე მოვლენების მართვის სადავეები. არის ალბათობა, შემოქმედებითი შთაგონება გეწვიოთ.

თევზები

იმისთვის, რომ სასურველი გზით წარმართოთ თქვენი ცხოვრება და შექმნათ ირგვლივ სასიამოვნო გარემო, მეტი შეუპოვრობა და მიზანდასახულობა გჭირდებათ.