„ასე გაანადგურეს და გააუბედურეს რუსეთში ერთი წლის ბავშვი“ - რა ისტორიას იხსენებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

toy

"ასე გაანადგურეს და გააუბედურეს რუსეთში ერთი წლის ბავშვი, რომელსაც არც მეფობა მოუთხოვია და არც არაფერი დაუშავებია" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე მივიწყებულ ისტორიაზე წერს, რომელიც რუსეთში იმპერატრიცა ეკატერინეს ბრძანებით მოხდა. 

2 თვის იმპერატორი ჯერ გაამეფეს, მერე ტახტიდან გადააგდეს და უმკაცრეს იზოლაციაში გადაიყვანეს. წარჩინებული ოჯახის შვილს არც ეს აკმარეს და მოკლეს, მისი საფლავიც კი დაკარგულია, განადგურებულია ყველა ისტორიული არტეფაქტი, რაც იმპერატორ ივანე VI ყოფნას ადასტურებდა... 

"რუსეთს ჰყავდა ჩვილი ბავშვი იმპერატორი, ისე გააიმპერატორეს და ისე გადააყენეს, არც გაუგია და გაუცნობიერებია თავისი მეფობა საწყალს: ორი თვის ასაკში გაამეფეს, ხოლო ერთი წლისა და სამი თვის ასაკში გადააყენეს ტახტიდან და მთელი ცხოვრება იზოლირებულ პატიმრობაში გაატარა, ისეთ სასტიკ იზოლაციაში რომ ლაპარაკიც (მეტყველებაც) ვერ ისწავლა, განათლებაზე ზედმეტია საუბარი.

ხოლო 23 წლის ასაკში, 1764 წელს, რუსეთის იმდროინდელი მონარქის, იმპერატრიცა-პრასტი@@@კა ეკატერინა მეორის ბრძანებით მოკლეს და საიდუმლო ადგილზე ჩაფლეს, დაკარგულია მისი ცხედარი.

ეს უბედური ადამიანი იყო რუსეთის იმპერატორი 1740-41 წლებში, ივანე VI (ეკატერინემ მანამდე ქმარი იმპერატორი პეტრე III მოკლა 1762 წელს).

1742 წლიდან ივანე VI-ის სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო, გაანადგურეს ან საიდუმლო სეიფში გამოკეტეს ყველა დოკუმენტი ივანე მეექვსის ხსენებით, ხმარებიდან ამოიღეს და გააქრეს ივანე მეექვსის სახელით მოჭრილი მონეტები.

ასე გაანადგურეს და გააუბედურეს რუსეთში ერთი წლის ბავშვი, რომელსაც არც მეფობა მოუთხოვია და არც არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა რომ რომანოვების სამეფო ოჯახის წევრი იყო." - წერს დეკანოზი.