1734337868
16-22 დეკემბერი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
16 დეკემბერი
ეს დღე ზრდასა და განვითარებას ეძღვნება. თვითგანვითარებისთვის შესანიშნავი დღეა. ამიტომაც, თუკი რაიმეს შესწავლას, გარდაქმნას, კურსების გავლას, მასტერკლასებზე ჩაწერას გეგმავდით, ამ დღეს გადადგით პირველი ნაბიჯები. შედეგი თქვენთვის იმაზე წარმატებული იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. ასევე, თუ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან უთანხმოება გაქვთ, მასთან საუბარი დაგეგმეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღის ენერგია მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების აღდგენისათვის განსაკუთრებით გამოგადგებათ.
17 დეკემბერი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავი რაღაცები მოხდეს, გამჟღავნდეს საიდუმლოებები და გაიგოთ ისეთი ინფორმაცია, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ გქონდათ. ენდეთ თქვენს ინტუიციას. ამ დღეს ინტუიცია ყველაზე კარგად მუშაობს. შესაძლოა, მოულოდნელი სიურპრიზი და გამართლებაც შეგხვდეთ, რაც თქვენი სწორი გადაწყვეტილების შედეგი იქნება.
18 დეკემბერი
ამ დღეს, შესაძლოა, ფინანსებთან, მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები იგრძნოთ. ჯობს, საკუთარ ხარჯებს გადახედოთ და ზუსტად გაწეროთ, რა რესურსი გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, არასაჭირო და არამიზნობრივი ხარჯების გამო, თქვენი ფინანსური რესურსი აღარ გეყოთ იმ საქმეებისთვის, რომლებიც დაგეგმილი გქონდათ... ვრცლად